რეგიონები
ბეშუმში მეხის ჩამოვარდნის შედეგად სამი გოგონა დაშავდა
06 აგვისტო, 2014. 15:21
ბეშუმში მეხის ჩამოვარდნის შედეგად სამი გოგონა დაშავდა. როგორც კურორტ ბეშუმის დირექტორი, ვაჟა ზოიძე განმარტავს, ძლიერი ჭექა-ქუხილის დროს ტრანსფორმატორის სიახლოვეს მეხი ჩამოვარდა, რომლის დროსაც ტერიტორიის მიმდებარედ მყოფი 17 წლამდე ასაკის გოგონები დაშავდნენ.
„ძლიერი ჭექა-ქუხილის დროს ბეშუმში ტრანსფორმატორის მიმდებარედ ჩამოვარდა მეხი, რა დროსაც ტრანსფორმატორთან ახლოს მიმავალი სამი გოგონა დაზიანდა. ერთმა პირველი ხარისხის დამწვრობა მიიღო ხელსა და ფეხზე, ხოლო ორ გოგონას მცირე დაზიანებები აქვს. მათ ამბულატორიაში ჩაუტარდათ შესაბამისი დახმარება და სახლში გაეწერნენ. მეხის ჩამოვარდნის დროს, ასევე, გაითიშა ტრანსფორმატორი." -განაცხადა ვაჟა ზოიძემ.
ზოიძის განცხადებით, მოზარდების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
13 თებერვალი, 2016. 11:35
12 თებერვალი, 2016. 13:21
28 იანვარი, 2016. 15:43
27 იანვარი, 2016. 16:40
26 იანვარი, 2016. 19:57
25 იანვარი, 2016. 14:25
19 იანვარი, 2016. 12:23
18 იანვარი, 2016. 11:59
17 იანვარი, 2016. 18:57