რეგიონები
ატენის ხეობაში ტყის წიწვოვანი მასივი იწვის
07 აგვისტო, 2014. 13:07
გორის რაიონში, ატენის ხეობაში ტყის წიწვოვანი მასივი რამდენიმე დღეა იწვის. გორელ მეხანძრეებს ხანძრის ჩაქრობაში ქარელის, ხაშურის და კასპის სახანძრო ბრიგადები ეხმარებიან.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ხანძარმა წიწვოვანი ტყის მასივის დაახლოებით 25 ჰა ფართობი გაანადგურა.
გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი, დავით ონიაშვილი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ხანძრის დიდი ნაწილის, რამდენიმე კერის ლიკვიდაცია უკვე მოხერხდა. თუმცა, ამჟამად ტყის მასივის კიდევ ერთ ფართობზეა ხანძარი და რამდენიმე უწყება ერთდროულად ცდილობს ლოკალიზებას.
13 თებერვალი, 2016. 11:35
12 თებერვალი, 2016. 13:21
28 იანვარი, 2016. 15:43
27 იანვარი, 2016. 16:40
26 იანვარი, 2016. 19:57
25 იანვარი, 2016. 14:25
19 იანვარი, 2016. 12:23
18 იანვარი, 2016. 11:59
17 იანვარი, 2016. 18:57