reportiori.ge - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ აზიის განვითარების ბანკის (ADB) წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 01 მარტი, 2025. 17:34
რეგიონები
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ აზიის განვითარების ბანკის (ADB) წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა
ავტორი:
07 აგვისტო, 2014. 15:50


საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ აზიის განვითარების ბანკის (ADB) წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა





საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე , ვაჟა ფანჩულიძე აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა.

 

 

შეხვედრის ძირითადი თემა აღმოსავლეთ-დასავლეთი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ერთ-ერთი მონაკვეთის, ქობულეთის შემოვლითი გზის ლოტი-II-ის მშენებლობას შეეხებოდა, რომელიც  აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება.

 

 

შეხვედრაზე მხარეებმა ავტომაგისტრალის, ქობულეთის მშენებლობის მიმდინარეობის საკითხები განიხილეს, ასევე ბანკის წარმომადგენლებმა თავმჯდომარეს პროექტის დეტალები გააცნეს და  სამომავლო სამოქმედო გეგმები ერთობლივად დასახეს.

 

 

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ  საავტომობილო გზების დეპარტამენტის მოადგილე ირაკლი ლითანიშვილი, აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები - პრიანკა სენევირატნე, გარემოს დაცვის კონსულტანტი ტრან პუონგი, პროექტის კოორდინატორი ევრაზიის სატრანზიტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრიდან არჩილ ჯორბენაძე, პროექტის განხორციელების კონსულტანტი მურმან კაციტაძე და რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი გიორგი კიზირია. 

 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016