საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ აზიის განვითარების ბანკის (ADB) წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე , ვაჟა ფანჩულიძე აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის ძირითადი თემა აღმოსავლეთ-დასავლეთი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ერთ-ერთი მონაკვეთის, ქობულეთის შემოვლითი გზის ლოტი-II-ის მშენებლობას შეეხებოდა, რომელიც აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება.
შეხვედრაზე მხარეებმა ავტომაგისტრალის, ქობულეთის მშენებლობის მიმდინარეობის საკითხები განიხილეს, ასევე ბანკის წარმომადგენლებმა თავმჯდომარეს პროექტის დეტალები გააცნეს და სამომავლო სამოქმედო გეგმები ერთობლივად დასახეს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მოადგილე ირაკლი ლითანიშვილი, აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები - პრიანკა სენევირატნე, გარემოს დაცვის კონსულტანტი ტრან პუონგი, პროექტის კოორდინატორი ევრაზიის სატრანზიტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრიდან არჩილ ჯორბენაძე, პროექტის განხორციელების კონსულტანტი მურმან კაციტაძე და რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი გიორგი კიზირია.