ამ დროისთვის რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის, გარდა მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა. მათ მოძრაობას საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები არეგულირებენ.
ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხორციელდება გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის გავლით.
ადგილზე იმყოფებიან საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯომარე ვაჟა ფანჩულიძე და მისი პირველი მოადგილე ნუგზარ გასვიანი, რომლებიც მეთვალყურეობას უწევენ მიმდინარე სამუშაოებს.
„დამეწყრილ ადგილზე მობილიზებულია ათამდე ერთეული შესაბამისი ტექნიკა და გაწმენდითი სამუშაოები სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, რათა მალე მოხერხდეს ავტოტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა. იმ შემთხვევაში, თუ ხელისშემშლელი გარემოებები არ წარმოიქმნა, უღელტეხილზე მოძრაობის გახსნა ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის დღეს ღამით იქნება შესაძლებელი." - განაცხადა თავმჯდომარე ვაჟა ფანჩულიძემ.