რუსთავში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს დღესსამედიცინო-პროფილაქტიკური შემოწმება ჩაუტარდებათ. ღონისძიება აფხაზეთის ა/რ მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ხორციელდება.
შემოწმება ყოფილ სამშობიაროს და სპი-ს საერთო საცხოვრებლის დევნილთა ჩასახლების ობიექტებში ჩატარდება, სადაც განთავსდება ექიმთა ორი ჯგუფი. თითოეული მათგანი მოემსახურება 9-9 კომპაქტურ ჩასახლებაში განთავსებულ დევნილებს.
სამინისტროში შექმნილმა ჯგუფმა, წინასწარ, ადგილზე შეისწავლა ქ. რუსთავის კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილთა მდგომარეობა, რომლის საფუძველზეც მომავალი ღონისძიების დეტალები დაიგეგმა.
აქციაში მონაწილეობას მიიღებენ სამედიცინო ცენტრ ,,ლანცეტის" და „დიაბეტის, ენდოკრინული და გულ-ფილტვის დაავადების ცენტრის" კვალიფიციური სპეციალისტები, აგრეთვე, დევნილთა სამედიცინო დაწესებულებების წამყვანი ექიმები.
აქცია უზრუნველყოფილი იქნება 80-ზე მეტი დასახელების მედიკამენტით, აგრეთვე ჰუმანიტარული ტვირთით.
სამედიცინო გასინჯვები მოიცავს დევნილთა ჩასახლების 18 ობიექტს, სადაც ამჟამად 2 ათასამდე დევნილია განთავსებული.