reportiori.ge - დღეს რუსთავში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს, სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვები ჩაუტარდებათ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 01 მარტი, 2025. 17:30
რეგიონები
დღეს რუსთავში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს, სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვები ჩაუტარდებათ
ავტორი:
09 აგვისტო, 2014. 14:01


რუსთავში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს დღესსამედიცინო-პროფილაქტიკური შემოწმება ჩაუტარდებათ. ღონისძიება აფხაზეთის ა/რ მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ხორციელდება.


შემოწმება ყოფილ სამშობიაროს და სპი-ს საერთო საცხოვრებლის დევნილთა ჩასახლების ობიექტებში ჩატარდება, სადაც განთავსდება ექიმთა ორი ჯგუფი. თითოეული მათგანი მოემსახურება 9-9 კომპაქტურ ჩასახლებაში განთავსებულ დევნილებს.


სამინისტროში შექმნილმა ჯგუფმა, წინასწარ, ადგილზე შეისწავლა ქ. რუსთავის კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილთა მდგომარეობა, რომლის საფუძველზეც მომავალი ღონისძიების დეტალები დაიგეგმა. 


აქციაში მონაწილეობას მიიღებენ სამედიცინო ცენტრ ,,ლანცეტის" და „დიაბეტის, ენდოკრინული და გულ-ფილტვის დაავადების ცენტრის" კვალიფიციური სპეციალისტები, აგრეთვე, დევნილთა სამედიცინო დაწესებულებების წამყვანი ექიმები.


აქცია უზრუნველყოფილი იქნება 80-ზე მეტი დასახელების მედიკამენტით, აგრეთვე ჰუმანიტარული ტვირთით.


სამედიცინო გასინჯვები მოიცავს დევნილთა ჩასახლების 18 ობიექტს, სადაც ამჟამად 2 ათასამდე დევნილია განთავსებული.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016