reportiori.ge - სოფელ ფლავისმანში დატბორილი სახლები ოთარ დანელიამ მოინახულა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 01 მარტი, 2025. 17:18
რეგიონები
სოფელ ფლავისმანში დატბორილი სახლები ოთარ დანელიამ მოინახულა
10 აგვისტო, 2014. 12:36



სოფელ ფლავისმანში 40-მდე საცხოვრებელი სახლის დატბორვის გამო შექმნილი მდგომარეობის გასაცნობად, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ადგილზე ჩავიდა.  მინისტრის გარდა, სოფელ ფლავისმანში იმყოფებიან მელიორაციის დეპარტამენტის წარმომადგენლები და გეოლოგები.

 

რამდენიმედღიანი კვლევების შედეგად სპეციალისტებმა სოფლის განაპირას არსებული ტირიფონის სარწყავი არხის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღეს. არხში წყლის დონის დაკლების შემდეგ სახლების დატბორვის მიზეზის დადგენა გახდება შესაძლებელი.

 

ოთარ დანელიას თქმით, ამ ეტაპზე საცხოვრებელი სახლების დაზიანების და, შესაბამისად, მოსახლეობის ევაკუაციის აუცილებლობის საფუძველი არ არის.

 

 

"მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და სამუშაოები უკვე დაიწყო. ფლავისმანში არსებული მდგომარეობა სამი სამინისტროს ერთობლივ კონტროლზეა აყვანილი. სარწყავი არხის ჩაკეტვისგან თავს ვიკავებდით იმის გამო, რომ აღნიშნული მაგისტრალური არხით ათობით სოფლის მიწები ირწყვება, თუმცა მდგომარეობა კიდევ უფრო რომ არ გართულდეს, გადავწყვიტეთ, არხი რამდენიმე დღით დაიკეტოს", - განმარტა ოთარ დანელიამ.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016