რეგიონები
პრომეთეს მღვიმეში აუდიო გიდის პრეზენტაციას ელგუჯა ხოკრიშვილი დაესწრო
11 აგვისტო, 2014. 14:54
პრომეთეს მღვიმეში აუდიო გიდის პრეზენტაცია გაიმართა. აუდიო გიდის პირველი მომხმარებელი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, ელგუჯა ხოკრიშვილი იყო, რომელმაც მღვიმე ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ ბავშვებთან ერთად დაათვალიერა.
აუდიო გიდი ვიზიტორებს საშუალებას აძლევს ინდივიდუალურად გაეცნონ ინფორმაციას მღვიმის აღმოჩენის, არსებული სერვისების, მომსახურებების და მღვიმური ფორმაციების შესახებ.
პრომეთეს მღვიმეში აუდიო გიდით ინფორმაციის მიღება ამ ეტაპზე სამ ენაზეა (ქართული, რუსული, ინგლისური) შესაძლებელი და უახლოეს პერიოდში კიდევ სამი ენა (თურქული, სომხური და ივრითი) დაემატება.
13 თებერვალი, 2016. 11:35
12 თებერვალი, 2016. 13:21
28 იანვარი, 2016. 15:43
27 იანვარი, 2016. 16:40
26 იანვარი, 2016. 19:57
25 იანვარი, 2016. 14:25
19 იანვარი, 2016. 12:23
18 იანვარი, 2016. 11:59
17 იანვარი, 2016. 18:57