reportiori.ge - ელგუჯა ხოკრიშვილი კახეთში, მიწისქვეშა წყლების აუზში, განხორციელებულ საპილოტე პროექტს გაეცნო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 01 მარტი, 2025. 16:48
რეგიონები
ელგუჯა ხოკრიშვილი კახეთში, მიწისქვეშა წყლების აუზში, განხორციელებულ საპილოტე პროექტს გაეცნო
ავტორი:
12 აგვისტო, 2014. 19:29


საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი კახეთში ალაზანი-აგრიჩაის მიწისქვეშა წყლების ტრანსასაზღვრო არტეზიულ აუზში განხორციელებულ საპილოტე პროექტს გაეცნო.

 

 

 

ელგუჯა ხოკრიშვილი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.

 

 

 

მინისტრმა გურჯაანის რაიონის სოფლებში კალაურსა და ზეგაანში არსებულ რამდენიმე ჭაბურღილზე ჩეხეთის მთავრობისა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ დამონტაჟებული სარეჟიმო დაკვირვებების თანამედროვე ინოვაციურ რეჟიმში მომუშავე აპარატურაც დაათვალიერა.

 

 

 

ადგილზე გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა წყლის სინჯებიც აიღეს, რომლის მიზანი მიწისქვეშა წყლის ხარისხის განსაზღვრა და მისი რაოდენობის დადგენაა. აღნიშნული სადგურის მეშვეობით ავტომატურ რეჟიმში იზომება წყლის ხარისხი, ტემპერატურა, მოცულობა, ელ-გამტარობა და დებეტი. კვლევის შედეგები კი, ონლაინ რეჟიმში ყოველ 10 წუთში ერთხელ მიეწოდება სააგენტოს მონაცემთა ბაზას.

 

 

 

წლის ბოლომდე დაგეგმილია კიდევ 10 ჭაბურღილზე ანალოგიური აღჭურვილობის დამონტაჟება. 


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016