reportiori.ge - ხაშურის რაიონში ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების შედეგად შექმნილ ვითარებას ეპიდემიურ აფეთქებად აფასებენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 01 მარტი, 2025. 17:27
რეგიონები
ხაშურის რაიონში ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების შედეგად შექმნილ ვითარებას ეპიდემიურ აფეთქებად აფასებენ
ავტორი:
12 აგვისტო, 2014. 23:27


ხაშურის რაიონში, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების 12 შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურდა, ინფექციის გამოვლენიდან რამდენიმე დღეში კი, სამი პაციენტი გარდაიცვალა.

 

 

 

შექმნილ მდგომარეობას, ხაშურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში, ეპიდემიურ აფეთქებად აფასებენ.

 

 

 

„იმდენად რთულია ხაშურში მდგომარეობა, რომ შეიძლება ითქვას, ეპიდემიურ აფეთქებასთან გვაქვს საქმე. ბოლო პერიოდში, 12 შემთხვევა დადასტურდა ლაბორატორიულად, ჩემი ინფორმაციით, სულ საქართველოში 15 ფაქტია დაფიქსირებული, როცა, აქედან, ამხელა პროცენტული მაჩვენებელი ხაშურზე მოდის, ბუნებრივია შეშფოთების საფუძველი ნამდვილად არსებობს. გარდა ამისა, სამი შემთხვევა ლეტალურად დასრულდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ყველაფერს აკეთებს, მაგრამ მხოლოდ ეს ვერ იქნება საკმარისი, ზომების მიღება უნდა მოხდეს კომპლექსურად, სხვა უწყებებთან ერთად. ადრე, მსგავსი ინფექციების შემთხვევაში, იწამლებოდა კერები, პირუტყვის სადგომების დამუშავება ხდებოდა, ახლა კი, ეს ღონისძიებები აღარ ტარდება." - განაცხადა ხაშურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა დავით ჩიქოვანმა. 


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016