reportiori.ge - ქვიშხეთში ღვარცოფმა საცხოვრებელი სახლები დატბორა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 01 მარტი, 2025. 20:40
რეგიონები
ქვიშხეთში ღვარცოფმა საცხოვრებელი სახლები დატბორა
ავტორი:
13 აგვისტო, 2014. 10:46


შიდა ქართლში ხანგრძლივი წვიმის შედეგად წუხელ მოვარდნილმა ღვარცოფმა ხაშურის რაიონი დააზარალა. პრობლემები განსაკუთრებით ქვიშხეთში შეიქმნა , სადაც ღვარცოფმა საცხოვრებელი სახლები დატბორა. სტიქიის შედეგად ჩაინგრა სამანქანო ხიდიც, თუმცა ნგრევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ადგილობრივების ინფორმაციით, ჩანგრეული ხიდი სამ სოფელს ცენტრთან აკავშირებდა. სტიქიის შედეგად დახოცილია შინაური ცხოველი და ფრინველი. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ინფორმაციით, შეიქმნება ზარალის დამთვლელი კომისია, რომელიც მუშაობას უხალოეს პერიოდში შეუდგება. ქვიშხეთში ამჟამად აღარ წვიმს და ადგილობრივების დახმარებას  საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები შეუდგნენ.



"მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურმა წვიმამ და უხვმა ნალექმა გამოიწვია მდინარის ადიდება, გადმოვიდა კალაპოტიდან და წალეკა სავარგულები. წყალი შევიდა სახლებშიც. დაზარალებულია რამდენიმე ათეული ოჯახი, განადგურებულია მათ ეზოებში არსებული მოსავალი. ჩაინგრა მდინარეზე გადებული ხიდიც. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის. დახოცილია მხოლოდ შინაური ცხოველი და ფრინველი. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა დროულად მოვახდინოთ პრობლემის მოგვარება. შეიქმნება ზარალის დამთვლელი კომისია, რომელიც მოსახლეობისთვის მიყენებულ ზარალს დაითვლის" - განაცხადა ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი გურასპაშვილმა.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016