საგანგებო თათბირი კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში - სასმელი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად, გუბერნატორმა რეგიონის გამგებლებთან თათბირი გამართა. ირაკლი შიოლაშვილმა გამგებლებს რეკომენდაციით მიმართა, რომ სოფლებში არსებული წყლის პრობლემის მოსაგვარებლად, ბიუჯეტიდან, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილი ფული წყლის სათაო ნაგებობის რეაბილიტაციას და ახალი ჭაბურღილების გაკეთებას მოხმარდეს.
"ძლიერი გვალვის შედეგად, რეგიონის რვავე რაიონში გვაქვს სასმელი წყლის პრობლემა, ზოგან შევძელით ალტერნატიული წყალმომარაგება, თუმცა პრობლემა იმდენად მასშტაბურია, რომ გამგებლებს რეკომენდაციით მივმართე, ბიუჯეტიდან თავისუფალი თანხები და ზოგიერთ შემთხვევაში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილი ფული, წყალმომარაგებას მოვახმაროთ, რომ მოსახლეობას ეს პრობლემა მოუგვარდეს", - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი შიოლასვილმა.