reportiori.ge - ტურიზმის ადმინისტრაცია და ჰოლდინგი მარგებელი ბახმაროში სპეციალურ მედიატურს მოაწყობენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 01 მარტი, 2025. 19:59
რეგიონები
ტურიზმის ადმინისტრაცია და ჰოლდინგი მარგებელი ბახმაროში სპეციალურ მედიატურს მოაწყობენ
17 აგვისტო, 2014. 18:22


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახმაროში ტრადიციულ დოღთან და სპორტულ შეჯიბრებებთან ერთად "მარნეულის სასურსათო ქარხნის" "მწნილისა და მურაბის ფესტივალებიც" გაიმართება.



ღონისძიებაზე, რომელსაც ადგილობრივ მცხოვრებთან ერთად, ცხენოსნობის მოყვარულები, ბახმაროს სტუმრები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას, "მარგებელი ჰოლდინგი" და "ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია" ჟურნალისტების დასწრებას უზრუნველყოფენ სპეციალური მედიატურის ფარგლებში.



"მწნილისა და მურაბის ფესტივალის" ფარგლებში მოეწყობა მწნილისა და მურაბის კუთხეები, სადაც სტუმრებს "მარნეულის სასურსათო ქარხნის" უგემრიელესი და ქართულ ნედლეულზე დამზადებული მწნილისა და მურაბის დაგემოვნების საშუალება ექნებათ. ფესტივალზე "მარნეულის სასურსათო ქარხნის" და "მარნეული აგროს" პროდუქცია სპეციალურ ფასადაც გაიყიდება.



ფესტივალს გახსნის და მუსიკალურ პროგრამას წაიყვანს ფოლკლორული ანსამბლი "მოძახილი". ბავშვები კი ტკბილ და ამავე დროს ზღაპრულ სამყაროში გადაინაცვლებენ, სადაც მათ ტკბილეული და საყვარელი ზღაპრის გმირები ელოდებათ. ფესტივალზე მოსულ სტუმრებს ოჩოფეხებიანი ანიმატორები და ქუჩის თეატრის მსახიობებიც გაართობენ.



ბახმაროს დოღი წელს 4 ეტაპად, სხვადასხვა დისტანციაზე გაიმართება, რომლის დროსაც თითო ეტაპზე 3, საერთო ჯამში კი 12 გამარჯვებული გამოვლინდება. სხვადასხვა წონით კატეგორიასა და აბსოლუტურ წონაში გაიმართება შეჯიბრი ქართულ ჭიდაობაშიც. "მარგებელი ჰოლდინგი" წელს სამ გამარჯვებულს "ნაბეღლავისა" და "ბახმაროს" თასებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვებს.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016