reportiori.ge - საქართველოს მთავრობამ და მსოფლიო ბანკმა ხელშეკრულება გააფორმეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 16:24
ეკონომიკა
საქართველოს მთავრობამ და მსოფლიო ბანკმა ხელშეკრულება გააფორმეს
ავტორი:
18 აგვისტო, 2014. 14:41



მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა საქართველოს - 30 მილიონიან ხელშეკრულებას ხელი დღეს მოეწერა. საქართველოს მთავრობამ და მსოფლიო ბანკმა „რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის" დასაფინანსებლად ფინანსური რესურსის გამოყოფის შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს.


ხელშეკრულებას  ხელი ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და მსოფლიო ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, ჰენრი კერალიმ მოაწერეს. 


აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში გამოყოფილი თანხის მეშვეობით სწორედ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი  განახორციელებს  საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ინფრასტრუქტურულ პროექტებს.


პროექტის დასაფინანსებლად, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (შDჩ) გრანტის  სახით 5 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს.


პროექტის ძირითადი მიზანი მუნიციპალური ინფრასტრუქტურის, მომსახურების გაუმჯობესება და ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე ინსტიტუციონალური  განვითარებაა.

 

„უმნიშვნელოვანესია  ის  მხარდაჭერა, რომელსაც  მსოფლიო  ბანკი  ჩვენი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების  კუთხით  გვიცხადებს.  პროექტი,  რომელიც დღეს  ხელმოწერილი  ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდება, მიმართულია  საქართველოს  რეგიონების  სწრაფი  განვითარებისა  და მოსახლეობის კეთილდღეობისკენ.  იგი  ხელს  შეუწყობს  ადგილობრივი  თვითმმართველობების დონეზე ინსტიტუციონალურ  განვითარებას", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.  


„საქართველოს  მთავრობამ  მის  მიერ  შემუშავებულ  სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაში- საქართველო 2020 რეგიონს  შორის განვითარების მხრივ არსებულ  სხვაობასთან, სიღარიბესთან და უმუშევრობასთან დაკავშირებული პრობლემების  მოგვარება,  მთავარ  პრიორიტეტებად  დაასახელა.  ამ მხრივ, ძალზედ მნიშვნელოვანია  რეგიონული  და  მუნიციპალური  ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების  დაფინანსება,  დეცენტრალიზაცია,  ეფექტური ადგილობრივი  თვითმმართველობის სისტემის  დაფუძნება  და ქალაქებისა  და სოფლების  სანდო  მუნიციპალური  ინფრასტრუქტურითა  და მომსახურებით უზრუნველყოფა", - განაცხადა  ხელმოწერის ცერემონიალზე  მსოფლიო  ბანკის რეგიონულმა  დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, ჰენრი კერალიმ.  


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016