reportiori.ge - არქეოლოგიური აღმოჩენა ბაგინეთში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 04 მარტი, 2025. 20:39
კულტურა
არქეოლოგიური აღმოჩენა ბაგინეთში
ავტორი:
20 აგვისტო, 2014. 10:52


დღეს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე არმაზციხე-ბაგინეთის არქეოლოგიურ ძეგლს მოინახულებენ.



საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ  არმაზციხე-ბაგინეთში ახ.წ. II-III საუკუნეებით დათარიღებული ათამდე ნაგებობა გამოავლინა. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული ნაგებობები ერთგვარი ტექნოლოგიით არის აგებული: ქვის საფუძველზე ალიზის აგურებით ამოყვანილი კედლები, როგორც ჩანს, ბრტყელი და ღარიანი მცხეთური კრამიტით იყო გადახურული. ნაგებობები ერთმანეთთან საკარე ღიობებითაა დაკავშირებული. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს შესაძლოა მეფის მცველი რაზმის სადგომი ყოფილიყო.



ძეგლის შესწავლისას არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ამავე პერიოდის მინისა და კერამიკის ჭურჭელი: დოქები, ხელადა, ქოთნები და სხვა. აგრეთვე აღმოჩენილია ძვლის საწერი სტილოსი, რომელსაც ჩვენი წინაპრები გასანთლულ დაფაზე დასაწერად იყენებდნენ. წინა წლებში გამოვლენილ ნივთებთან ერთად, წლევანდელი აღმოჩენაც მეფის კარზე მწიგნობრობის განვითარებას ადასტურებს, რაც თავის მხრივ, ქალაქური კულტურის მაღალი დონის მაჩვენებელია.



ქართლის უძველესი დედაქალაქის, მცხეთის სამეფო რეზიდენციის კველევითი სამუშაობი პირველად 120 წლის წინ ილია ჭავჭავაძისა და ექვთიმე თაყაიშვილის მიერ განხორციელდა. გასული საუკუნის 40-იან წლებში ძეგლზე სტაციონალური არქეოლოგიური სამუშაოები ჩატარდა აკადემიკოსების სიმონ ჯანაშიასა და ანდრია აფაქიძის ხელმძღვანელობით. სამუშაოების შედეგად აღმოჩნდა სამეფო სასახლე, რომაული ტიპის აბანო, აკლდამა და სარკოფაგი, რომელიც ახ.წ. II-III საუკუნეების უმდიდრეს მასალას მოიცავს. ბაგინეთის განახლებული არქეოლოგიური სამუშაოები 2011 წლიდან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება.



არმაზციხე-ბაგინეთი ქვეყნის ერთ-ერთი განვითარებული არქეოლოგიური ძეგლია, სადაც  ამ დრომდე გამოვლენილ ნაგებობებზე: დედოფლის აბანო, წარმართული ტაძარი, სვეტებიანი დარბაზი, ერთნავიანი ეკლესია, ორსენაკიანი ნაგებობა - განხორციელებულია საკონსერვაციო სამუშაოები. მოწესრიგებულია ტურისტული ინფრასტრუქტურა.



მცხეთაში ჩამოსული დამთვალიერებლისთვის არმაზციხე-ბაგინეთი საუკეთესოდ წარმოაჩენს ქვეყნის უძველეს ისტორიას.






(მოამზადა ანა ნოდიამ)


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016