reportiori.ge - სოზარ სუბარმა ქუთაისსა და ხონში მცხოვრები დევნილები მოინახულა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 01 მარტი, 2025. 20:33
რეგიონები
სოზარ სუბარმა ქუთაისსა და ხონში მცხოვრები დევნილები მოინახულა
ავტორი:
21 აგვისტო, 2014. 20:34



ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი,.სოზარ სუბარი დღეს ქუთაისში და ხონში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა.


სოზარ სუბარი ქუთაისსა და ხონში მცხოვრებ დევნილებს იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილესთან ალექსანდრე იოსებაშვილთან ერთად შეხვდა. მინისტრმა ასევე დაათვალიერა დევნილთა საცხოვრებელი შენობები, სადაც ამ ეტაპზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.


„ორი დღის განმავლობაში 14-მდე ობიექტზე ვიყავით როგორც ქუთაისში, ისე ხონში. ვხვდებით დევნილებს და ვათვალიერებთ იმ ობიექტებს, რომელთა რეაბილიტაციაც მიმდინარეობს. ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა, სადაც რეაბილიტაცია ხდება, არის ის, რომ დროზე მოხდეს დაკანონება, რათა ამ ადამიანებმა თავი მესაკუთრეებად იგრძნონ და სხვის სახლში ცხოვრების განცდა არ ჰქონდეთ. ამ ადამიანებმა უკვე მოახდინეს ადაბტაცია, აქ მუშაობენ, ბავშვები სკოლებში, საბავშვო ბაღებში აქ დადიან და ბუნებრივია, რომ მესაკუთრის განცდა უნდა გაუჩნდეთ, რათა უკეთ შეეძლოთ თავიანთი ცხოვრების დაგეგმვა." - განაცხადა სოზარ სუბარმა.


სოზარ სუბარმა ასევე მოინახულა ხონის დევნილთა ჩასახლება, სადაც 250 დევნილი ოჯახი ცხოვრობს.


სამინისტროს ინფორმაციით, 21 წლის განმავლობაში, დევნილები საცხოვრებელი ფართის პირად საკუთრებაში გადაცემას ითხოვდნენ. ამ ეტაპზე დაკანონების კომისიის მიერ სიები მომზადებულია და უახლოეს მომავალში საცხოვრებელი ფართები 250 დევნილ ოჯახს დაუკანონდებათ.


ხონში მცხოვრები დევნილები სააქტო დარბაზის სახურავის შეკეთებას და შიდა გზების რეაბილიტაციას ითხოვენ, რაც შესაძლებელია მუნიციპალიტეტთან თანადაფინანსებით განხორციელდეს. 


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016