reportiori.ge - არქეოლოგიურმა ექსპედიაციამ ცაგერში შუა საუკუნეების ციხის ნაშთებს, გალავანს და დიდი რაოდენობით ქვევრებს მიაკვლია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 01 მარტი, 2025. 20:07
რეგიონები
არქეოლოგიურმა ექსპედიაციამ ცაგერში შუა საუკუნეების ციხის ნაშთებს, გალავანს და დიდი რაოდენობით ქვევრებს მიაკვლია
ავტორი:
22 აგვისტო, 2014. 19:27


საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ცაგერის ისტორიული მუზეუმის ცხეთა-დეხვირის ღია ცისქვეშ მუზეუმში შუა საუკუნეების ციხის ნაშთებს, გალავანს და დიდი რაოდენობით ქვევრებს მიაკვლია.



ექსპედიციამ აგრეთვე ძვ.წ. VIII-VII საუკუნეებით დათარიღებული ტერასული ტიპის ნაგებობები და ტიპიური კოლხური კერამიკის ნაშთები გამოავლინა.


 

ცაგერის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური ჯგუფი უკვე მეორე წელია ცხეთა-დეხვირის ღიაცისქვეშ მუზეუმში კვლევით სამუშაოებს ატარებს. საქართველოში ეს ერთადერთი მუზეუმია, რომელიც ეთნოგრაფიულ ძეგლებთან ერთად სხვადასხვა პერიოდის არქეოლოგიურ ძეგლებსაც აერთიანებს.



სპეციალისტები ძეგლზე ორ ჯგუფად მუშაობენ: ნაწილი იკვლევს შუა საუკუნეების დეხვირის ციხეს (ხელმძღ. რონალდ ისაკაძე), სადაც გალავანი და სხვა მნიშვნელოვანი ნაგებობები გამოვლინდა. განსაკუთებით მნიშვნელოვანია აქ აღმოჩენილი, ვიზუალურად ძალიან კარგად შემორჩენილი, დიდი რაოდენობის ქვევრები, რაც მევენახეობის მძლავრ განვითარებაზე მეტყველებს. უნდა აღინიშნოს რომ, სწორედ ეს მხარეა განთქმული ვაზის ისეთი უნიკალური  ჯიშებით როგორებიცაა უსახელაური, ცოლიკაური, ლეჩხუმური ოჯალეში, ცხვედიანის თეთრი და სხვა.



ეროვნული მუზეუმის არქეოლოგთა მეორე ჯგუფი (ხელმძღ. ნინო სულავა) პარალელურად ძვ.წ. VIII-VII საუკუნეებით დათარიღებულ ნასახლარს შეისწავლის, სადაც წელს ტერასულად გამართული ნაგებობა და ტიპიური კოლხური კერამიკაა აღმოჩენილი. აღნიშნული ტერიტორიის კვლევა გასული საუკუნის 70-იანი წლებში არქეოლოგ ლამარა სახაროვის მიერ დაიწყო. იმ დროისათვის ნასახლარის მცირემასშტაბიანი სადაზვერვო-არქეოლოგიური სამუშაოები ჩატარდა, რომლის დროსაც აღმოჩნდა ქვის უნიკალური ყალიბი, რომლის ანალოგი უცნობია. ყალიბში ჩამოისხმებოდა საინკრუსტაციო, მეანდრისებური (გადაბმული სვასტიკისებური) ფირფიტები, რომლებსაც ცნობილი კოლხური აბზინდების შესამკობად იყენებდნენ. ამ აღმოჩენის მიხედვით თამამად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მართკუთხა კოლხური აბზინდები მთიან კოლხეთში (ლეჩხუმში) მზადდებოდა. როგორც ჩანს, ნამოსახლარზე დამჯდარი მიწათმოქმედი-მესაქონლე მოსახლეობა ცხოვრობდა, რომელიც მეტალურგიასთან იყო დაკავშირებული.





(მოამზადა ანა ნოდიამ)


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016