reportiori.ge - ირაკლი ღარიბაშვილი დარიალის ხეობაში იმყოფებოდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 01 მარტი, 2025. 20:37
რეგიონები
ირაკლი ღარიბაშვილი დარიალის ხეობაში იმყოფებოდა
ავტორი:
22 აგვისტო, 2014. 20:26


საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დარიალის ხეობაში იმყოფებოდა.


ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დარიალის ხეობაში სტიქიის შედეგად დაზიანებული გაზის მილის რეაბილიტაცია ხვალამდე დასრულდება.


როგორც პრემიერმა აღნიშნა, მეწყერის ჩამოწოლის შემდეგ მისი დავალებით შეიქმნა საგანგებო შტაბი.

 

„გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და გაზის მილის რეაბილიტაცია ხვალამდე დასრულდება. ბევრი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა, თუმცა, სამწუხაროდ არიან გარდაცვლილები." - განაცხადა ღარიბაშვილმა.


ირაკლი ღარიბაშვილმა კრიზისების მართვის შტაბის წარმომადგენლებს კარგი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.


მთავრობის მეთაური სტიქიის ზონაში დღეს, სომხეთში ოფიციალური ვიზიტის დასრულებისთანავე ჩავიდა და მეწყრით დაზიანებულ ინფრასტრუქტურასა და მიმდინარე აღდგენით სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.


ირაკლი ღარიბაშვილმა ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტი დაათვალიერა და დეტალური ინფორმაცია არსებული ვითარების შესახებ მინისტრებისა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელისგან მიიღო.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016