reportiori.ge - "მოგზაურობა ათიათასკილომეტრიან აბრეშუმის გზაზე" დასკვნითი შეხვედრა ხვალ ბათუმში გაიმართება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 01 მარტი, 2025. 20:07
რეგიონები
"მოგზაურობა ათიათასკილომეტრიან აბრეშუმის გზაზე" დასკვნითი შეხვედრა ხვალ ბათუმში გაიმართება
ავტორი:
22 აგვისტო, 2014. 21:54



საქართველოში საერთაშორისო საავტომობილო ტურის "მოგზაურობა ათიათასკილომეტრიან აბრეშუმის გზაზე" მონაწილეებთან დასკვნითი შეხვედრა ხვალ, ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" გაიმართება.


ბათუმში დაგეგმილი მიღება ტურის ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა, სადაც საავტომობილო ტურის მონაწილეებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მიესალმება.


ღონისძიებაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი, ასევე აჭარის მთავრობისა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები. შეხვედრაზე მოწვეულნი არიან "აბრეშუმის გზის" ქვეყნების (ჩინეთი, ყაზახეთი, თურქეთი, იტალია და ა.შ.) ელჩები და საელჩოების წარმომადგენლები.


საავტომობილო ტური "მოგზაურობა ათიათასკილომეტრიან აბრეშუმის გზაზე" მასშტაბური კულტურულ-ეკონომიკური მედიაღონისძიებაა, რომელმაც სტარტი 2014 წლის 19 ივლისს ჩინეთის ქალაქ სიანში (ისტორიულად აბრეშუმის გზის სათავე) აიღო. საავტომობილო ტურის ინიციატორი ჩინეთის საგარეო საქმეთა და ინფორმაციის სამინისტროები არიან. ღონისძიებაში მონაწილეობენ ჩინეთის ცენტრალური ტელე-რადიო არხების, ბეჭდური მედიის, ინტერნეტგამოცემებისა და წამყვანი საინფორმაციო სააგენტოების ცნობილი ჟურნალისტები და გადამღები ჯგუფები. ისინი ყველა ქვეყანაში მოამზადებენ მასალებს (რეპორტაჟები, ინტერვიუები, სტატიები, პირდაპირი ტელეჩართვები და ა.შ.), რომლებიც ჩინურენოვან მოსახლეობას მიეწოდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით.


ექსპედიციის მონაწილეები "აბრეშუმის გზის" მარშრუტს გაივლიან - ჩინეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, რუსეთი, საქართველო, თურქეთი, საბერძნეთი, იტალია.  ზემოჩამოთვლილ ქვეყნებს შორის დელეგაცია საქართველოში ყველაზე დიდხანს, 4 დღეს გაჩერდება და 24 აგვისტოს გაემართება თურქეთის მიმართულებით.


ექსპედიციის მონაწილეებმა საქართველოში მოინახულეს ლარსი-სტეფანწმინდა-თბილისი-მცხეთა-უფლისციხე-ქუთაისი და 24 აგვისტოს ქვეყანას სარფიდან დატოვებენ. ტურის ფარგლებში მათ მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებში, დაათვალიერეს საქართველოს ღირშესანიშნაობები და ჩაწერეს სპეციალური ინტერვიუები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან.


"მოგზაურობა ათიათასკილომეტრიან აბრეშუმის გზაზე" გაგრძელდება მომავალი ექვსი წლის განმავლობაში და ყოველწლიურად შეიცვლება ექსპედიციის შემადგენლობა, ჩამოვლენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016