reportiori.ge - ოთარ დანელიამ ახალციხის მუნიციპალიტეტში საწარმოები დაათვალიერა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 01 მარტი, 2025. 20:12
რეგიონები
ოთარ დანელიამ ახალციხის მუნიციპალიტეტში საწარმოები დაათვალიერა
ავტორი:
22 აგვისტო, 2014. 23:27


სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე ახალციხეში ფერმერებს შეხვდნენ და სოფელ წნისში მდებარე შპს ,,საქართველოს ბიზნეს ზონის" ყველისა და საწარმოები დაათვალიერეს.


ოთარ დანელია ადგილზე გაეცნო ყველისა და კომბინირებული საკვების წარმოების პროცესს. ყველის საწარმოს წარმადობა დღეში 2,5 ტონა რძეს შეადგენს. იწარმოება 400-500 კგ-მდე ე.წ ,,იმერული"  ყველი. მომავალში იგეგმება ,,ტენილი" და ,,ჩეჩილი" სახეობის ყველის წარმოება. პროდუქციის რეალიზაციას კომპანია საქართველოში მოქმედ ყველა დიდ სუპერმარკეტში ახორციელებს. შპს ,,საქართველოს ბიზნეს ზონამ" აღნიშნული საწარმოების მშენებლობა დონორი ორგანიზაციების ხელშეწყობით განახორციელა. კომპანიამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში სესხი აიღო და ამ ეტაპზე სამაცივრე მეურნეობის და ჰოლანდიური მაღალპროდუქტიული საქონლის თანამედროვე ფერმის მშენებლობას ახორციელებს.


,,საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა არის ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევა. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ახალ საწარმოში დაინერგოს ის თანამედროვე სტანდარტები, რაც საშუალებას მოგვცემს წარმოებული პროდუქცია გავიტანოთ საერთაშორისო ბაზრებზე. აღნიშნული საწარმო ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს თანამედროვე, ხარისხიანი წარმოება", - განაცხადა ოთარ დანელიამ.


მინისტრმა და გუბერნატორმა სოფელ საყუნეთში საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტის ,,ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივის" ფარგლებში თანამედროვე, მაღალმოსავლიანი ჯიშებით 5 ჰა-ზე გაშენებული ვაშლის ინტენსიური ბაღი დაათვალიერეს. სადემონსტრაციო ბაღში წყლის რესურსების სწორი და ეკონომიური მართვისთვის, დამონტაჟებულია წვეთოვანი სარწყავი სისტემა. ვაშლის მოსავალმა 2013 წელს 6 ტონა შეადგინა, წელს კი 20 ტონა ვაშლის მოსავალს ვარაუდობენ.


სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სტუმრობისას, ოთარ დანელიამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დაქვემდებარებულ ახალციხის ზონალურ დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში იმყოფებოდა. აღნიშნული ლაბორატორია თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით არის აღჭურვილი და ცხოველთა დაავადებების, მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკას და საკვები პროდუქტების ექსპერტიზას ახორციელებს.


დღესვე მინისტრი სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალციხის რაიონულ საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა და მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის შესახემ ინფორმაცია მოისმინა.


ოთარ დანელია შპს ,,მექანიზატორის" ახალციხის სერვისცენტრშიც იმყოფებოდა, სადაც არსებული ტექნიკა დაათვალიერა და ცენტრის მიერ გაწეული სამუშაოების ანგარიში მოისმინა.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016