reportiori.ge - სერგეი დანკვერტი: საქართველოდან სასურსათო ტვირთის მიწოდება გაიზარდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 16:11
ეკონომიკა
სერგეი დანკვერტი: საქართველოდან სასურსათო ტვირთის მიწოდება გაიზარდა
ავტორი:
23 აგვისტო, 2014. 14:06


„როსსელხოდნადზორის"  ხელმძღვანელ სერგეი დანკვერტსა და საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელ ზურაბ ჩეკურაშვილს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა", - აღნიშნული ინფორმაცია „როსსელხოდნადზორის" ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსდა.



სერგეი დანკვერტმა განაცხადა, რომ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოდან სასურსათო ტვირთის მიწოდება გაიზარდა. ზურაბ ჩეკურაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღნიშნული ზრდა იმ თანამშრომლობის შედეგიცაა, რომელიც „როსსელხოდნადზორსა" და საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს შორის ჩამოყალიბდა.



„ზურაბ ჩეკურაშვილის განცხადებით, საქათველო მზადაა, გაზარდოს რუსეთში ციტრუსის, ატმის, ვაშლის, მსხლის, კომშის ექსპორტი და ასევე დაიწყოს ცხოველური წარმოების პროდუქციის მიწოდება, როგორიცაა ცხვრის ხორცი, ცოცხალი ცხვარი, კალმახი და თაფლი. ამასთან დაკავშირებით, საქართველო დაინტერესებულია რუსული თესლისა და გენეტიკური მასალის იმპორტით, ჯიშიანი პირუტყვის მოსაშენებლად", - ნათქვამია „როსსელხოდნადზორის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




ზურაბ ჩეკურაშვილმა სერგეი დანკვერტს ასევე მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ტერიტორიაზე ღორის აფრიკულ ჭირთან ბრძოლის ზომების შესახებ. მხარეებმა ასევე განიხილეს ცოფის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები. 




(მოამზადა ანა ნოდიამ)






 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016