reportiori.ge - სტამბულში ადგილობრივმა პოლიციამ ე.წ. აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გახსნილი საარჩევნო უბანი დახურა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 03:38
კონფლიქტები
სტამბულში ადგილობრივმა პოლიციამ ე.წ. აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გახსნილი საარჩევნო უბანი დახურა
24 აგვისტო, 2014. 17:31



სტამბულში, სადაც ე.წ. აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, ადგილობრივმა პოლიციამ დახურა.

 

"აფსნიპრესის" ინფორმაციით, ამის შესახებ პრესკონფერენციაზე ე.წ. საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ბათალ ტაბაღუამ განაცხადა.

 

მისი თქმით, უბნის დახურვამდე 87-მა ადამიანმა მოასწრო ხმის მიცემა.

 

"პოლიცია აპირებს ბიულეტენების ამოღებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მოქალაქეებს არ დაეკისროთ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და ჩვენ დიასპორას ხელისუფლებასთან პრობლემები არ შეექმნას", - განაცხადა ტაბაღუამ.

 

მისივე თქმით, დიასპორის წარმომადგენლები შეშფოთებულები არიან შექმნილი ვითარებით, რადგან, მისი ინფორმაციით, საარჩევნო უბანი თურქეთის კანონმდებლობის დარღვევით არ გახსნილა.


 

‹ წინა123...89შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016