reportiori.ge - დროზე ადრე რომ არ გავმელოტდეთ - რა შეცდომებს უშვებენ მამაკაცები თმის მოვლის დროს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 04 მარტი, 2025. 21:51
სხვადასხვა
დროზე ადრე რომ არ გავმელოტდეთ - რა შეცდომებს უშვებენ მამაკაცები თმის მოვლის დროს
ავტორი:
28 აგვისტო, 2014. 16:37



თმასთან დაკავშირებით მამაკაცების სურვილები თითქმის ერთნაირია: არ გამელოტდნენ, ადრე არ გაჭაღარავდნენ და ა.შ., - თუმცა საამისოდ ისინი არაფერს აკეთებენ. განვიხილოთ ის შეცდომები, რომლებსაც ყოველდღიურად უშვებენ მამაკაცები.


ნაადრევი გამელოტება

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მამაკაცის ნაადრევი გამელოტება დაკავშირებულია:


ჰორმონ დიჰიდროტესტოსტერონთან;

მძიმე ეკოლოგიასთან (ჰაერის დაბინძურება და ქიმიური გამონაბოლქვი);

ხშირ სტრესთან;

წყლის ხარისხთან;

თავის თმიანი ნაწილის სისხლით მომარაგების უკმარისობასთან;

თმის არასწორ მოვლასთან.


გაჭაღარავება

გაჭაღარავება ფიზიოლოგიური პროცესია. თმის პიგმენტი დროთა განმავლობაში იშლება, რაც შეუქცევადი მოვლენაა. პიგმენტის სიმტკიცეზე გავლენას ახდენს B1, B2, B6, PP ვიტამინები, თიროზინი (ცილების უმრავლესობის შემადგენელი ნივთიერება) და სპილენძი. პიგმენტის ნაადრევ რღვ­ევას იწვევს:


ნერვული სტრესები;

სისხლნაკლებობა (ანემია);

ქრონიკული გადაღლა;

მზეზე დიდხანს ყოფნა;

თმის ჭარბი ცხიმიანობა.


თმის გაცხიმიანებას მამაკაცები ხშირი ბანით ებრძვიან, რაც შეცდომაა. ჭარბი ცხიმიანობა შინაგანი პრობლემაა. აუცილებლად უნდა გაირკვეს მისი მიზეზი და დაიწყოს მასთან ბრძოლა. მომატებული ცხიმიანობა ყველაზე ხშირად განპირობებულია სელენის, თუთიის, B ჯგუფის ვიტამინების ან პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების ნაკლებობით. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი: თმა ცხიმიანდება, როდესაც ცხიმოვანი ჯირკვლები ბევრ სეკრეტს გამოიმუშავებს. ამ დროსაც უპირველესად მიზეზია მოსაშორებელი.


ქერტლი

ქერტლთან ბრძოლისას, შეიძლება ითქვას, პრაქტიკულად ყველა მამაკაცი უშვებს შეცდომას. ასიდან 99 შემთხვევაში ქერტლის მიზეზი ორგანიზმის შიგნით არის საძიებელი და არა ზედაპირზე. გაიხსენეთ, უკანასკნელად როდის შეიმოწმეთ ჰორმონული ფონი. მნიშვნელოვანია, როგორ მუშაობს კუჭ-ნაწლავის სისტემა. გასათვალისწინებელია ხშირი სტრესი, ასევე - სწორად ვიკვებებით თუ არა, ბევრს ხომ არ მივირთმევთ ცხიმიან საკვებს, ტკბილეულსა და ცომეულს. ქერტლის წარმოქმნის "ზედაპირული" მიზეზი შეიძლება იყოს მიკროსკოპული სოკო, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ესეც შინაგანი მიზეზია: თუ იმუნური სისტემა საჭიროებისამებრ მუშაობს, ის არ დაუშვებს სოკოს გამრავლებას. თუ თმას სათანადოდ მოუვლით, გამელოტებასა და გაჭაღარავებას მაქსიმალურად გადაავადებთ და დიდხანს შეინარჩუნებთ ლამაზ, ჯანსაღ და ძლიერ თმას.

 

 

 

(მოამზადა თეო ტაბატაძემ) 

 

 

 

 

(წყარო: მკურნალი.გე)

 

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016