reportiori.ge - პატრიარქი: ჩვენ ვგრძნობთ დიდ პასუხისმგებლობას და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ომი არ იყოს დედამიწაზე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 07:02
რელიგია
პატრიარქი: ჩვენ ვგრძნობთ დიდ პასუხისმგებლობას და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ომი არ იყოს დედამიწაზე
29 აგვისტო, 2014. 12:36



საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ განაცხადა, რომ დედამიწაზე მრავალი კონფლიქტი არსებობს და რელიგიების მეთაურებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვეკისრება.


კათოლიკოს-პატრიარქმა ამიერკავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარე შუქურ ფაშაზადე მიიღო. შეხვედრას მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად მილი მეჯლისის წევრები, მართლმადიდებელი და ებრაული თემის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


კათოლიკოს-პატრიარქმა კმაყოფილება გამოთქვა იმ ფაქტის გამო, რომ შუქურ ფაშაზადე 65 წლის იუბილეს თბილისში აღნიშნავს. პატრიარქის თქმით, საიუბილეო თარიღს არა მარტო აზერბაიჯანელი ხალხი, მთელი მსოფლიო აღნიშნავს.


პატრიარქმა საბჭოთა პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ორი რელიგიის სულიერი ლიდერები ყოველთვის ერთმანეთს მხარს უჭერდნენ და დიდი ერთსულოვნება ჰქონდათ. პატრიარქის თქმით, ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროს, დედამიწაზე მრავალი კონფლიქტი არსებობს და დღეს განსაკუთრებით პასუხისმგებლობა ეკისრებათ რელიგიების მეთაურებს.

"დღეს ჩვენ ვგრძნობთ ჩვენს დიდ პასუხისმგებლობას და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ომი არ იყოს დედამიწაზე. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ის პრობლემები, რომელიც არსებობს კავკასიაში, აფხაზეთში, ცხინვალის რეგიონში, ყარაბაღში მშვიდობიანად გადაწყდება. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და მოხარული ვარ თქვენი ვიზიტით საქართველოში", - აღნიშნა კათოლიკოს-პატრიარქმა.

თავის მხრივ, ამიერკავკასიის სულიერმა ლიდერმა დაადასტურა, რომ პატრიარქთან მას დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს. მისივე თქმით, პატრიარქი ყოველთვის პატივისცემით ეკიდება ყველა ხალხის კულტურას, მათ სულიერებას იმის მიუხედავად, თუ რომელი სახელმწიფო და რომელი ერია.


ფაშაზადეს განცხადებით, აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღიდან ერთი მილიონი ლტოლვილი ჰყავს.

"თქვენ ყოველთვის გამოდიხართ ჭეშმარიტი პოზიციიდან და სინამდვილეს ადასტურებთ, ჩვენც მივყვებით თქვენს გზას და მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ვიმედოვნებთ, რომ კონფლიქტები მშვიდობიანი გზით მოგვარდება ჩვენს ქვეყნებში. როგორც რელიგიის წარმომადგენლები, მოვალე ვართ, ეს კონფლიქტები მშვიდობიანი გზით გადაწყდეს", - აღნიშნა ფაშაზადემ.

ამიერკავკასიის სულიერმა ლიდერმა პატრიარქი აზერბაიჯანში სტუმრად მიიწვია. შეხვედრის ბოლოს სულიერმა ლიდერებმა ერთმანეთს საჩუქრები გადასცეს. პატრიარქმა ფაშაზადეს ფაიფურისა და მინის ჭურჭელი აჩუქა. ფაშაზადემ პატრიარქს კი ხალიჩა და ფოტოალბომი უსახსოვრა, რომელიც პატრიარქის ახალგაზრდობას, ასევე აზერბაიჯანში ვიზ 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016