reportiori.ge - რუსეთმა, აფხაზეთმა და ე.წ. სამხრეთ ოსეთმა შესაძლოა NATO-ს მსგავსი სამხედრო ბლოკი შექმნან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 03:38
კონფლიქტები
რუსეთმა, აფხაზეთმა და ე.წ. სამხრეთ ოსეთმა შესაძლოა NATO-ს მსგავსი სამხედრო ბლოკი შექმნან
03 სექტემბერი, 2014. 13:42

 

 

როგორც "იზვესტია" წერს, რუსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის ახალი შეთანხმება , რომელიც წლის ბოლომდე ერთიანი უსაფრთხოების სისტემის კონტურების შექმნას ითვალისწინებს, შესაძლოა, სამმხრივი გახდეს და "რუსეთმა, აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა NATO-ს ანალოგი შექმნან".

 

 

მოლაპარაკების წარმართვის ფაქტს აფხაზეთის ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი ვიტალი გაბნია ადასტურებს.

 

 

მისი განცხადებით, მოლაპარაკება ჯერ დასრულებული არ არის, მაგრამ უკვე ცხადია, რომ "ეს იქნება NATO-ს მსგავსი და მის საწინააღმდეგოდ შექმნილი ბლოკი", სადაც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს სამხედრო შემადგენელი, ხოლო შემდეგ - ინფორმაციული უზრუნველყოფა.

 

 

რუსეთსა და ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკას შორის დაწყებულ ამ მოლაპარაკებას ოკუპირებული სამხრეთ ოსეთიც შეუერთდა, თუმცა, "აფხაზეთში სამხრეთ ოსეთის ელჩი" ოლეგ ბოციევი არ ამბობს, ჯგუფს შეუერთდება, თუ ორივე სუბიექტი რუსეთთან ცალ-ცალკე მოაწერს ხელს შეთანხმებას. ბლოკის შექმნასთან დაკავშირებული ფორმალური მხარეების მოგვარება სექტემბრის ბოლომდეა დაგეგმილი, ოქტომბერში კი ბლოკის პრეზენტაცია იგეგმება.


 

‹ წინა123...89შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016