reportiori.ge - ელისო ჩაფიძე: სიყვარულით მოსული პრეზიდენტი სამარცხვინოდ მიდის და უკან ადამიანის გვამები მიაქვს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 09:02
პოლიტიკა
ელისო ჩაფიძე: სიყვარულით მოსული პრეზიდენტი სამარცხვინოდ მიდის და უკან ადამიანის გვამები მიაქვს
ავტორი:
18 ივლისი, 2013. 15:30

უმრავლესობის წევრი, ელისო ჩაფიძე „რეპორტიორთან"  საუბარში  აცხდაებს, რომ ის შანსი, რაც მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა, მომავალში არცერთ ხელისუფლებას არ ექნება.

 „გული მწყდება, როდესაც ამხელა სიყვარულით მოსული პრეზიდენტი ასე სამარცხვინოდ მიდის და უკან მიაქვს ადამიანის გვამები, კონკრეტული ნაწამები ადამიანები, დანგრეული ოჯახები, გაუბედურებული ხალხი, ციხეებში შეყრილი ნახევარი საქართველო, წართმეული ქონება, დაპატიმრებული, გაუბედურებული, ჩატარებული სპეცოპერაციები, დახოცილი ახალგაზრდები... აი, ეს არის მისი მემკვიდრეობა, რომელსაც გვიტოვებს მიხეილ სააკაშვილი და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველო ამ ტკივილებს მალე მოიშუშებს და სიცოცხლე გაიმარჯვებს", -უმრავლეობის წევრის თქმით, ადამიანები გახდნენ ეჭვიანები და უფრო ფრთხილად უყურებენ ნებისმიერ ხელისუფალს.

 ელისო ჩაფიძეს  ადამიანურად ებრალება პრეზიდენტი, რადგანაც მას შეუძლია საკუთარი პირადი განცდები შოუს თემად აქციოს.

„მიუხედავად იმისა, რომ ბატონი მიხეილი გახლავთ დავით აღმაშენებლის კარიკატურული სახე, იგი ცდილობს „გალობანი სინანულისანის" მაგალითი გაიხსენოს. მე არ მჯერა, რომ ასეთი დიდი რაოდენობით ჩანაწერების გაკეთება ადამიანების  პირად ცხოვრებაზე, ამდენი ადამიანის ტანჯვა-წამება ხდებოდა მისი უშუალო ნებართვისა და განკარგულების გარეშე. აქედან გამომდინარე, თუ ის მართლაც გულწრფელად მოინანიებს საკუთარ დანაშაულობებს, ვუსურვებ წარმატებას, მაგრამ, როდესაც ეს სინანული გამოხატულია არა ქმედებაში, არამედ შოუში, ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას არ ტოვებს." - ასე აფასებს „რეპორტიორთან" საუბარში ელისო ჩაფიძე „ნანუკას შოუში" მიხეილ სააკაშილის გაკეთებულ განცახდებებს. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016