reportiori.ge - 14 ვებ-გვერდი, რომელიც ენების შესწავლაში დაგეხმარებათ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 04 მარტი, 2025. 22:20
სხვადასხვა
14 ვებ-გვერდი, რომელიც ენების შესწავლაში დაგეხმარებათ
ავტორი:
08 სექტემბერი, 2014. 10:16

 

1. Duolingo.com - Duolingo გვთავაზობს ენის სწავლებას გრამატიკის და ლექსიკის გაკვეთილების მეშვეობით. დააგროვეთ ქულები და გადადით "თამაშის" შემდგომ საფეხურებზე. აქ ინგლისურ ენაზე მოსაუბრე ადამიანებს შეუძლიათ ისწავლონ: ესპანური, იტალიური, ჰოლანდიური, ფრანგული, გერმანული, პორტუგალიური, ირლანდიური და დანიური ენები. სულ მალე ვებ-გვერდს დაემატება უნგრული, შვედური, თურქული, რუსული, პოლონური და რუმინული ენები.


2. BBC Languages - BBC-ის მეშვეობით 40 სხვადასხვა ენის შესწავლაა შესაძლებელი გრამატიკის, ლექსიკის, თამაშების, სხვადასხვა შემეცნებითი აქტივობების და ტესტების გზით.


3. Livemocha.com - ონლაინ კურსები 35 ენის შესასწავლად დამწყებთათვის.

4. Memrise.com - ამ შემეცნებით და გასართობ ვებ-გვერდზე რამდენიმე მიმართულებით შეგიძლიათ გაიღრმავოთ ცოდნა და გაავარჯიშოთ მეხსიერება. 8 ენაში შეგიძლიათ გაიმდიდროთ ლექსიკა: ინგლისური, რუსული, ესპანური, ჩინური, ფრანგული, გერმანული, პორტუგალიური და ჩინური.

5. Lingocracy.com - შეარჩიეთ თქვენთვის საინტერესო შინაარსის ტექსტები და მიიღეთ პირდაპირი თარგმანი და განმარტებები. Lingocracy-ის plug-in-ის დაყენებით თქვენ ასევე შეძლებთ ინგლისურ ენაზე წაიკითხოთ 50-ზე მეტ ენაზე შექმნილი ვებ-გვერდები.

6. FSI Language Courses - აქ მოცემული ენის კურსები ამერიკის მთავრობის მიერაა შემუშავებული და ახლახანს გადავიდა საჯარო დომეინზე.


7. InternetPolyglot.com - აქ მოცემული გაკვეთილები და თამაშები მალე გადაგაქცევთ პოლიგლოტად.

8. Babbel.com - ისწავლეთ ენა მოცემული ვარიანტებიდან სწორი თარგმანის ამოცნობის გზით.

9. LyrnLang.com - ისწავლეთ ახალი სიტყვები და ფრაზები თქვენთვის სასურველ ენაზე სიმღერების მოსმენით და ტექსტების თარგმანის წაკითხვით.

10. Forvo.com - აქ გადაამოწმებთ თუ რამდენად სწორად გამოთქვამთ სიტყვას, და ისწავლით ახალი სიტყვების წარმოთქმას ათეულობით ენაზე.

11. GreatLanguageGame.com - თამაში, სადაც თქვენ ცდილობთ ერთმანეთისგან განასხვავოთ 80 ენა. 

12. Interpals.net - შეიძინეთ ონლაინ მეგობარი (pen pal) უცხო ქვეყანაში და შეისწავლეთ მისი ენა.

13. Chineasy.org - გაკვეთილები და რესურსები ჩინური ენის შესასწავლად.

14. Lernu.net - ესპერანტოს (ხელოვნური საერთაშორისო დამხმარე ენა) უფასო კურსები და ინფორმაცია.




(წყარო: kaizenist)

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016