reportiori.ge - ნანა დევდარიანი: სააკაშვილსა და მის დამქაშებს არც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა აღელვებთ და არც – საქართველოსი!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 10:53
ინტერვიუ
ნანა დევდარიანი: სააკაშვილსა და მის დამქაშებს არც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა აღელვებთ და არც – საქართველოსი!
ავტორი:
10 სექტემბერი, 2014. 00:33


 

„ასავალ-დასავალი" იწყებს ინტერვიუების ციკლს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ დავით მეხუთის შვილიშვილთან, „გლობალური კვლევების ცენტრის" ხელმძღვანელ ნანა დევდარიანთან. ჩვენ ვისაუბრებთ ყველა იმ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, რომელთა გააზრებისა და სიღრმისეულად განცდის გარეშე საქართველო ვერანაირად ვერ შეინარჩუნებს საკუთარ სახეს თანამედროვე გლობალიზაციის უსასტიკეს სამყაროში...

 

- ქალბატონო ნანა, რამდენიმე დღეში, 12 სექტემბერს, ზუსტად 107 წელი შესრულდება ილიას მკვლელობიდან... ქართველებს ხშირად გვიყვარს თქმა, ჩვენ ილია მოვკალითო, თუმცა, ეს გადაჭარბებულ თვითგვემად მიმაჩნია, - რამდენიმე სოციალ-დემოკრატი გარეწრის მიერ საქართველოს უგვირგვინო მეფის მუხანათური მკვლელობა სულაც არ არის საერთო-ეროვნული დანაშაული!


- ილიას მკვლელებს ჩვენ წარსულში ნუ ვეძებთ - აგერ არიან ჩვენს გვერდით! გაიხსენეთ, ერთი ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენელი წლების წინათ, როგორი ამაყი სახით გაიძახოდა, მე მწერალ ილია ჭავჭავაძეს არ ვიცნობო!


- ამ არსებას ლევან ბერძენიშვილი ჰქვია...

 

- დიახ! ეს არის მთელი იდეოლოგია ილიას მკვლელობისა! ჩვენს ქვეყანაში პრეზიდენტად იწოდებოდა ადამიანი, რომელიც ინტერვიუებს საკუთარი რეზიდენციის კედელზე გაკრული ილიას უზარმაზარი პორტრეტის ქვეშ აძლევდა, მაგრამ თვითონ მიზანმიმართულად და განსაკუთრებული სიშლეგით ებრძოდა ილიას ქართულ იდეოლოგიას!


ილიას დღესაც კლავენ!


ილიას მკვლელები არიან ისინი, ვინც კვლავაც ებრძვის ილიასეულ წმინდა სამებას „მამული, ენა, სარწმუნოებას".


- სხვათა შორის, ილია ჭავჭავაძისა და დღევანდელი დროების იდეოლოგიური ბრძოლის მეთოდებიც დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისგან!

 

- დიახ! ილია ჭავჭავაძეს აბრალებდნენ იმას, რასაც იგი მთელი ცხოვრება ებრძოდა - გლეხების სულთამხუთავობას და კაცთმოძულეობას! რა სიტყვებით აღარ აქილიკებდნენ ამ უდიდეს მოღვაწეს! დღესაც, ზუსტად იგივე მეთოდებით, ბინძური ჭორებით ცდილობენ ილია მეორის ავტორიტეტის შებღალვას! არადა, მოსწონთ თუ არა, თვით დიადი ლუის ნავაროს „ენ-დი-აი"-ს კვლევებითაც კი, პატრიარქს და ეკლესიას ყველაზე მაღალი ნდობა აქვთ!


სხვათაშორის, ფრიდრიხ ენგელსს აქვს ნათქვამი, ეკლესიის სიწმინდის დამარცხებისთვის, პირველ რიგში, სწორედ ეს სიწმინდე უნდა დააყენო ეჭვქვეშო!


- ენგელსი კი სოციალ-დემოკრატიული და ბოლშევიკური იდეოლოგიის ერთ-ერთი მამამთავარი გახლდათ, მის „ქმარ" კარლ მარქსთან ერთად...„

 

- ჰოდა, სწორედ ასეთი მეთოდებით ებრძოდნენ ილიასაც და ებრძვიან დღევანდელ უპირობო ავტორიტეტს - პატრიარქს!


სხვათა შორის, ილია საკმაოდ ოსტატურად ამხელდა პუბლიცისტურ წერილებში ქართველი სოცდეკების ლიდერ ჟორდანიას! იცით, ილია მას „გერმანიაში განბრძობილს" უწოდებდა, ანუ უცხოეთში „დაბრძენებულ" პრიმიტივად ნათლავდა! ახლა, შევხედოთ, ჩვენს თანამედროვე, ოკეანისგაღმა „დაბრძენებულ" მოღვაწეებს და ადვილად დავასკვნით, რომ უცხო იდეოლოგიის მატარებლები ისევ ისეთი სიშლეგით ერჩიან ეროვნულ ფასეულობებს!


ნახეთ, სწორედ ილიას სახელი დაარქვეს იმ რეფორმას, რომელმაც ჩვენს განათლების სისტემას წირვა გამოუტანა! არადა, ილია არ იღლებოდა იმის მტკიცებით, რომ განათლების გარეშე ერს მომავალი არ აქვსო!


- მე ამას ლიბერასტების „სატანისებრ ცინიზმს" დავარქმევდი!


- სწორედ ასეა! ანუ ვისი განადგურებაც უნდოდათ სწორედ მისი სახელი დაარქვეს ამ ბრძოლას?


- იგივე შეიძლება ითქვას ილიას სახელობის უნივერსიტეტზეც - „ილიაუნი" რომ შეარქვეს! არადა, ეს დაწესებულება ლიბერასტების ბუდეა და მის მესვეურებს ისეთივე კავშირი აქვთ ილიასთან, როგორც მე - როტშილდებთან!


- ილია ჭავჭავაძე შემთხვევით არ შეურჩევიათ სამიზნედ მის იმდროინდელ მტრებს! ილია თავის პუბლიცისტურ წერილებში ამხელდა გლობალური ბატონობის მოსურნე იმპერიალისტურ ძალებს და მათ ადგილობრივ დამქაშებს!


ზოგიერთი პრიმიტივისგან დღესაც გაიგონებთ, ილია რუსეთუმე იყოო! არადა, ილია არც რუსეთუმე იყო და არც - რუსოფილი! ის იყო პრაგმატულად მოაზროვნე ქართველი პოლიტიკოსი, რომელიც რუსეთის იმპერიის დახმარებით (რომელსაც, სხვათა შორის, სხვა იმპერიებზე ჰუმანურად მიიჩნევდა და არცთუ უსაფუძვლოდ!) საქართველოსა და ქართველი ხალხის გადარჩენაზე ფიქრობდა! თუნდაც, აჭარის დედასამშობლოსთვის დაბრუნების საკითხში!


კიდევ ერთ რამეს დავაკვირდეთ: ილიასეულ „მამული, ენა, სარწმუნოებაში", „სარწმუნოება" დაკონკრეტებული არ არის. ილიას ხომ შეეძლო, დაეკონკრეტებინა, „მართლმადიდებლობაო"?! მაგრამ, მისი სიდიადე და შორსმჭვრეტელობა სწორედ იმაშია, რომ ეს ბრძენკაცი მუსლიმური საქართველოს ინტერესებზე და უფლებაზეც ზრუნავდა!


კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: ქართული ეკლესიის წინააღმდეგ მასირებული შეტევა მიმდინარეობს სწორედ იმ დროს, როდესაც ეკლესია ერთადერთი სივრცეა, რომლის მთლიანობაც არ დარღვეულა არც აფხაზეთში და არც - ცხინვალის რეგიონში! ანუ რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ, სახელმწიფოსგან განსხვავებით, არ სცნო აფხაზეთისა და ცხინვალის ეპარქიების გამოყოფა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისგან! ახლა, ამიხსნას ვინმემ, საკუთარი ქვეყნის მტრობა თუ არა, რა ჰქვია რუსული ეკლესიისა და რუსეთის პატრიარქის წინააღმდეგ მიმართულ აღვირახსნილ კამპანიას?!


- არანაკლები მტრობაა სააკაშვილისა და მისი კრიმინალური ბანდის ბოსების გაუთავებელი კამპანია, საქართველოს ხელისუფლება უფრო აქტიურად უნდა ჩაებას უკრაინა-რუსეთის ომშიო! თითქოს, სააკაშვილმა 2008 წლის აგვისტოთი დააკლო საქართველოს უბედურება...

 

- სხვათა შორის, ილიას ამ თემაზეც აქვს პუბლიცისტური წერილი! მაშინ, საბერძნეთში მიმდინარე ომში აპირებდნენ ქართველი ახალგაზრდები მოხალისეებად წასვლას, რაზეც ილიამ შეუძახა, სხვის ომში წასვლაზე მეტად, უცხოეთში განათლების მისაღებად წასვლასა და სამშობლო სამსახურზე იფიქრეთო! ძაღლი შინ  არ ვარგოდაო, გარე-გარე დარბოდაო, - ასე არ უნდა დაგვემართოს!


სააკაშვილსა და მის დამქაშებს არც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა აღელვებთ და არც - საქართველოსი! მათთვის მთავარია, უსიტყვოდ შეასრულონ პატრონების დავალებები, იმ იმედით, რომ ისინი, თავის მხრივ, დაეხმარებიან საქართველოს ხელისუფლებაში დაბრუნებაში!


პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ამ გლობალური ძალებისა და მათი აქაური მოსამსახურეების დღევანდელ საქართველოში მთავარი სამიზნე არის ეკლესია! მათ ერთი სული აქვთ, გაანადგურონ და მიწაზე დაანარცხონ ეკლესია!


თუ ეკლესიას დაშლიან და დაამარცხებენ, საქართველო აღარ იარსებებს!


მაგრამ ამას ვერასოდეს ეღირსებიან,რადგან ეკლესია და ილია მარადიული ცნებებია! ბოლშევიკებმა თითქმის კუდის რიკამდე გაანადგურეს ჩვენი დედაეკლესია, მაგრამ მაინც არაფერი გამოუვიდათ! ეს ნაცები და ლიბერალები კი იმ „მებრძოლ უღმერთოთა კავშირის" წევრების შთამომავლები არიან, ეკლესიებს რომ არბევდნენ! რაც მაგათ წინაპრებს დაემართათ ეკლესიასთან ბრძოლაში, იგივეს მოიმკიან!


როგორც კი საქართველოს ყველაზე დიდი გასაჭირი ეწვევა, სწორედ მაშინ გვეხმარება უფალი და ღვთისმშობელი!


ასე იყო, ასე არის და ასე იქნება, უკუნითი უკუნისამდე!


ესაუბრა გიორგი გიგაური

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016