ალბათ საინტერესოა კომუნისტური ექსპერიმენტების კრახის შემდეგ, მისი მშენებლების შთამომავლები სად ცხოვრობენ? მშობლების დიადი გეგმების რეალიზაციისთვის მიაშურეს ჩინეთს, კუბას ან ჩრდ. კორეას? წარმოიდგინეთ, რომ ყველა მათგანმა ნორმალურ ქვეყანაში გააგრძელა ცხოვრება.
ეს გახლავთ რეალური სახე იმ იდეოლოგიისა, რომლის პროპაგანდასა და მშენებლობასაც უამრავი ადამიანი ემსხვერპლა. ლიდერებისგან მიტოვებულნი, კი დღესაც დარბიან ქუჩებში სტალინის ხატებით ხელში.
გორბაჩოვის ქალიშვილი ირინა ვირგანსკაია ძირითადად სან-ფრანცისკოში ცხოვრობს, სადაც „გორბაჩოვ-ფონდის“ სათავო ოფისია და ვიცე-პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს.
ამერიკის მოქალაქე სერგეი ხრუშჩოვი მოსკოვში მხოლოდ თავისი წიგნების პრეზენტაციაზე და ნათესავების დაკრძალვაზე დასასწრებად ჩამოდის.
სტალინის შვილიშვილი კრის ევანსი 40 წლისაა, ცხოვრობს პორტლენდში და საკუთარი მაღაზია აქვს.
ნიკიტა სერგეევიჩის შვილთაშვილი ნინა ლვოვნა ხრუშჩოვა ნიუ-იორკის უნივერსიტეტ New-School-ში ლექციებს კითხულობს.
იური ანდროპოვის შვილიშვილი ტატიანა იგორევნა ანდროპოვა მაიამიში ქორეოგრაფიას ასწავლიდა. იქვე, ამერიკაში ცხოვრობს მისი ძმა კონსტანტინ იგორევიჩ ანდროპოვი.
ბრეჟნევის შვილთაშვილი დიმიტრი, ოქსფორდის უნივერსიტეტში პოლიტოლოგიას ეუფლება.
კალიფორნიაში ცხოვრობს ლეონიდ ბრეჟნევის ძმის შვილი ლიუბოვ იაკოვლევნა ბრეჟნევა.
გვიანი კომუნიზმის ხანის მთავარი იდეოლოგის მიხაილ სუსლოვის ქალიშვილი მაია სუმაროკოვა, 1990 წლიდან, ქმართან და ორ შვილთან ერთად ავსტრიაში გადაბარგდა.
ყველა დანარჩენი კი ეძებს მტკიცებულებას რითი სჯობს მესამე სამყარო პირველს.
(სპეციალურად „რეპორტიორისთვის“ თარგმნა თამაზ ჩიქვანაიამ)