reportiori.ge - სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებებთან დაკავშირებით ცვლილებები მთავრობას, სავარაუდოდ, აგვისტოში გადაეგზავნება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 08:53
პოლიტიკა
სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებებთან დაკავშირებით ცვლილებები მთავრობას, სავარაუდოდ, აგვისტოში გადაეგზავნება
ავტორი:
18 ივლისი, 2013. 15:29

სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები თითქმის მზად არის, ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ცვლილებების მთავრობისთვის წარდგენამდე კონსულტაციები არასამთავრობო სექტორთან და ბიზნესსექტორთან გაიმართება. მინისტრის თქმით, ცვლილებების შედეგად, ე.წ. მევახშეების ხელთ არსებული პროცენტული ზღვარი გაკონტროლდება.

„კერძო იპოთეკარებმა, რომლებსაც ხშირად არც თუ ისე უსაფუძვლოდ მევახშეებს ეძახიან, ვეღარ შეძლონ ისარგებლონ მატერიალურად სუსტ მდგომარეობაში ჩაყენებული ადამიანების მდგომარეობით და არ იყვნენ ჩასაფრებულები, რომ 1000 და 2000 დოლარი ვალის სანაცვლოდ, ხელში ჩაიგდონ ძვირადღირებული ბინები, მიწები და ქონება. აღსრულების ეროვნული ბიურო, რომელიც მთლიანად არის ხალხზე მორგებული, აღარ იყოს იძულებული, რომ ისედაც ღარიბი ხალხი სახლიდან გამოასახლოს", - განაცხადა თეა წულუკიანმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016