reportiori.ge - ქეთევან ზარნაძე: დეპუტატ ვალერი გელაშვილის უმოწყალოდ ცემა, კოდუას დავალებით მოხდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 03:45
საზოგადოება
ქეთევან ზარნაძე: დეპუტატ ვალერი გელაშვილის უმოწყალოდ ცემა, კოდუას დავალებით მოხდა
ავტორი:
14 სექტემბერი, 2014. 14:27


ყოფილი პატიმარი და გამომძიებელი ქეთევან ზარნაძე, ერეკლე კოდუას შესახებ გაზეთ „ასავალ-დასავალში" საუბრობს. მისი განცხადებით,  ერეკლე კოდუას დავალებით ბიზნესმენ ვალერი გელაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ.


კოდუას დავალებით მოხდა დეპუტატ ვალერი გელაშვილის უმოწყალოდ ცემა, კოდუას „სპეცნაზის" მოკლულია წკრიალაშვილი! მისი ტურების ხროვამ დაჭრა კობა ოთანაძე და ლევან ამირიძე! ახლა კი ასეთი ძალოვნები არამცთუ დაუსჯელად დაიარებიან კოჰაბიტაციის წყალობით, არამედ თითსაც გვიქნევენ მედიდურად! იმედია, ოდესმე მათთვის დაბნელდება და მათი რეჟიმის მსხვერპლთათვის გათენდება! ნაციონალებს ევროპული „ობშჩიაკების" ხელში ჩაგდების სურვილი ამოძრავებდათ.


2009 წელს სოდ-ის შეფ ერეკლე კოდუას ესპანელი კოლეგებისთვის სასამართლოზე შაქრო კალაშოვის წინააღმდეგ მტკიცებულებები უნდა წარედგინა. საქართველოში შაქროს დაუსწრებლად გამოუტანეს განაჩენი, ქურდული სამყაროს წევრობის და ამერიკელი მოქალაქის ბრალდებით.


თუმცა, ევროპაში ბრალდებები ასე არ ითითხნებოდა და იქიდან მოითხოვეს, მოწმეები ჩამოვიდნენო. ერეკლე კოდუამ, იმის საფასურად, რომ ევროპაში მოწმეების გაგზავნა დაებლოკა, კალაშოვისგან კოლოსალური თანხა აიღო. თანაც ნაწილი „მოტეხა", მაგრამ მერაბიშვილმა გაუგო და მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა. სხვათა შორის, კალაშოვის პროცესზე ერთ-ერთი მოწმე უნდა ყოფილიყო კოდუას მარჯვენა ხელი - ლევან გურგენიძე, რომელიც საგულდაგულოდ გააქრეს. კოდუას თანამშრომლები და „უგზო-უკვლოდ დაკარგული" ხალხი უკვე სხვა თემაა. სიმწრით მეღიმება, როცა ვიხსენებ, როგორ უნამუსოდ ყვებოდა ეს პირველი მექრთამე ერეკლე კოდუა, როცა ბადრი პატარკაციშვილმა ასი მილიონი შემომთავაზა, ამაყად ვუპასუხე, ქართული პოლიცია ფულზე არ იყიდებაო, თუმცა კიდევ უამრავ ინფორმაციას ვფლობ, როგორ იყიდებოდა ფულზე ერეკლე კოდუას ქართული პოლიცია ქურდებთან. გაიხსენოს, როგორ გადმოურიცხა შაქრო კალაშოვმა კოდუას სომხეთში 1 მილიონი ევრო. გაიხსენოს, 1997 წელს რა ქონებას ფლობდნენ კოდუები, როცა ქონებრივი დეკლარაციის შევსება სავალდებულო გახდა და რა ქონებას ფლობენ ახლა!" - აცხადებს ქეთევან ზარნაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში.




(მოამზადა თეო ტაბატაძემ)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016