reportiori.ge - კახა იმნაძე: გაეროს სამიტთან დაკავშირებით გვქონდა ინსტრუქცია, რომ გენერალურ დებატებზე პრემიერი ჩამოდიოდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 29 ნოემბერი, 2024. 22:31
პოლიტიკა
კახა იმნაძე: გაეროს სამიტთან დაკავშირებით გვქონდა ინსტრუქცია, რომ გენერალურ დებატებზე პრემიერი ჩამოდიოდა
17 სექტემბერი, 2014. 22:52


გაეროში საქართველოს ელჩმა კახა იმნაძემ "მაესტროს ცხრიანში" განაცხადა, რომ კლიმატის ცვლილებების სამიტზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით იყო წარდგენილი.



"კომენტარს ვერ გავაკეთებ იმ საკითხზე, რაშიც მონაწილეობა არ მიმიღია. მისია არ არის დამოუკიდებელი ერთეული, ის არის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეული. ჩვენ ვმოქმედებთ ინსტრუქციის შესაბამისად, რაც მოგვდის საგარეო საქმეთა სამინისტროდან. მას შემდეგ, რაც სამინისტროდან მოგვდის დასტური დელეგაციის მონაწილეობის შესახებ, ჩვენ ვიწყებთ შესაბამის მუშაობას. კლიმატის ცვლილებების სამიტთან დაკავშირებით გვქონდა ინსტრუქცია, რომ გენერალურ დებატებზე პრემიერი ჩამოდიოდა, რომელიც ასევე ღებულობდა მონაწილეობას სხვა ღონისძიებებში, რომელიც წინ უძღვის გენერალურ დებატებს.

 

 

წარდგენილი იქნა საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით იმ ინსტრუქციის შესაბამისად, რაც მივიღეთ საგარეო საქმეთა სამინისტროდან. მისიას არ აქვს ურთიერთობა პირდაპირ არც ერთ უწყებასთან. ეს არის შიდა ინსტრუქცია, ყველა კომუნიკაცია საზღვარგარეთ ხდება საგარეო საქმეთა სამინისტროს გავლით. რაც შეეხება პრეზიდენტს, ჩვენ ახალახან დავუდასტურეთ გაეროს პრეზიდენტის მონაწილეობა ღონისძიებაში, რომელიც იგეგმება ორ თვეში ვენაში", - განაცხადა იმნაძემ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016