reportiori.ge - ირაკლი ღარიბაშვილი სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 01:22
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა
18 სექტემბერი, 2014. 10:40


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს მარკ გრიფიტს და სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში აზიმ სადიკოვს შეხვდა.


შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში არსებულ მაკროეკონომიკურ გარემოზე, იმსჯელეს მიმდინარე და მომდევნო წლის საბიუჯეტო პარამეტრებზე. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის გაუმჯობესების ტენდენცია და გამოითქვა იმედი, რომ 2014 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მინიმუმ 5 პროცენტი იქნება.


საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლების შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და ეკონომიკური საბჭოს მდივანი რომან ჩხენკელი ესწრებოდნენ


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016