„რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე „ქართული დასის" ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ გაერო-ს სამიტის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.
„ეს პროცესი, რაც მთავრობასა და პრეზიდენტს შორის მიმდინარეობს, სრულიად სამარცხვინოა. ვერ ვიხსენებ შემთხვევას მსოფლიო პოლიტიკიდან, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეზიდენტი დელეგაციიდან „მოეტეხოს".
ჩამოდის პრეზიდენტის სახელზე მოწვევა - არ უგზავნი, არ ეუბნები და მერე მიდის ფურცლების ფრიალი. რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრი იღებს გადაწყვეტილებას და ის მართავს ქვეყანას, მაგრამ ქვეყნის კონსტიტუცია ხომ არსებობოს. ხომ მაგათ აარჩევინეს საზოგადოებას გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტად? ახლა საკუთარ თავს მაინც სცენ პატივი და ამას მთელ მსოფლიოს ასე სამარცხვინოდ ნუ გააგებინებენ. ამდენს რას დააშავებდა მარგველაშვილი იქ ჩასვლით, რაც ახლა უკვე დაშავდა ასეთი სამრცხვინო, ჭუჭყიანი საცვლების გამომზეურებით?!"- აღნიშნა ჯონდი ბაღათურიამ.