20 სექტემბერს თბილისში დასაქმების პირველი მასშტაბური ფორუმი გაიმართება. „ექსპო-ჯორჯიას" მე-4, 5 და 6 პავილიონებში, 10.00-დან 19.00 საათამდე, მსურველებს შეეძლებათ, დამსაქმებელ კომპანიებს საკუთარი რეზიუმე (CV) მიაწოდონ და გაესაუბრონ.
ფორუმზე მოსახვედრად დასაქმების მსურველებმა ონლაინ მისამართზე WWW.SSA.GOV.GE რეგისტრაცია უნდა გაიარონ და ამასთანავე აუცილებელია, პირი რეგისტრირებული იყოს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში - WWW.WORKNET.GOV.GE .
ასევე, რეგისტრაციისთვის, პირებს შეუძლიათ, სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ცენტრებსა და ცენტრალურ ოფისს მიაკითხონ. რეგისტრაცია 25 ათას ადამიანს შეეძლება, დამსაქმებელი კომპანიების რიცხვი კი დაახლოებით 150-180-მდეა.
რეგისტრაცია ხვალ, 24.00 საათზე, დასრულდება.
ჟურნალისტებს მომავალი ფორუმის შესახებ დღეს ინფორმაცია სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა გაიოზ თალაკვაძემ მიაწოდა.