„რეპორტიორის" პრესკლუბში „საკუთრების უფლებადამცველთა გაერთიანების" ხელმძღვანელმა მამუკა ტუსკაძემ, „ახალგაზრდები ახალგაზრდობისა და მომავლისათვის" ხელმძღვანელმა ალექსანდრე ახალკაცმა და „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის" ხელმძღვანელმა გრიგოლ გაგნიძემ ბრიფინგი გამართეს.
„ბოლო თვეების განმავლობაში პრეზიდენტის შეწყალების კომისიის მიმართ გახშირდა პატიმრების, მოქალაქეებისა და საზოგადოების წამომადგენლების მხრიდან სამართლიანი კრიტიკული გამონათქვამები და პრეტენტენზიები, ხოლო პრეზიდენტის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებებისა და გამონათქვამების კვალდაკვალ გააქტიურდნენ „ნაცმოძრაობის" ოდიოზური სახეები, რომლებიც დაუფარავად ადვოკატობენ და იწონებენ ბატონი მარგველაშვილის, შეიძლება ითქვას, აშკარად არაორდინარულ, მთავრობასთან და მთავრობის ხელმძღვანელ ი.ღარიბაშვილთან შეუთანხმებელ ქმედებებსა და გადაწყვეტილებებს, რამაც დააეჭვა საზოგადოება, რომ პრეზიდენტი „ნაცმოძრაობის" მხრიდან იმართება. იგი საზოგადოებას დაჰპირდა, რომ სააკაშვილის აშენებულ რეზიდენციაში არ შევიდოდა, მაგრამ პირიქით მოიქცა. ვშიშობთ, რომ შესაძლებელია, სასახლეში სხვადასხვა მოსასმენი და სათვალთავალო კამერები იყოს დამონტაჟებული ნაცების მიერ, მათ შორის ინტიმურ ოთახებშიც, რაც შეიძლება, პრეზიდენტმაც კი არ იცოდეს.
1) ამიტომ ვურჩევთ პრეზიდენტს, დროულად გადავიდეს ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციაში.
ასევე დადებითად შეიძლება შეფასდეს პარლამენტის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის ინიციატივა, რომელმაც კონტიტუციის მუხლები განუმარტა პრეზიდენტს. ესეც გვაფიქრებინებს, რომ პრეზიდენტი კონტიტუციონალურ საკითხებში მრჩევლების ნაკლებობას განიცდის ან ინერციით აგრძელებს „კონკურენციას", რაც ბატონმა ბ.ივანიშვილმა განაცხადა.
2) ამასთანავე გაკვირვებას გამოვთქვამთ, რატომ არ აფიქსირებს პრეზიდენტი თავის პოზიციას, რომ მას ნაცების დასაცველი არაფერი სჭირს? ნუთუ მოსწონს ნაცების რიტორიკა?
აქვე გვინდა შევეხოთ „რაფალიანცის საქმეზე" ადვოკატ ლალი ბიწოშვილის მიერ ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებს, რომ „ნაცმოძრაობის" წევრი ზაზა წოწელია აშანტაჟებდა მას . მივმართავთ ადვოკატთა ასოციაციას, დაიცვას ადვოკატის უფლებები; მივმართავთ პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს, დროულად აწარმოონ გამოძიება აღნიშნულ საკითხზე, ასევე გამოიძიონ, თუ ვინ მიაწოდა „რუსთავი 2"-ს კადრები; მივმართავთ პროკურატურას, ვინაიდან ჩვენი ვარაუდით, იკვეთება სს კოდექსის 364-ე მუხლით (გამოძიებისათვის ხელის შეშლა) განსაზღვრული დანაშაულის ნიშნები, გამოძიება აწარმოოს ამ მუხლითაც", - განაცხადეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.