reportiori.ge - მიხეილ სააკაშვილი : დიდ შეშფოთებას გამოვხატავ ალექსეი ნავალნის უსამართლო დაპატიმრების გამო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 08:56
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი : დიდ შეშფოთებას გამოვხატავ ალექსეი ნავალნის უსამართლო დაპატიმრების გამო
ავტორი:
18 ივლისი, 2013. 16:12

საქართველოს პრეზიდენტი „ფეისბუქის" გვერდზე განცხადებას ავრცელებს სადაც ცნობილი რუსი სამოქალაქო აქტივისტის, ალექსეი ნავალნის დაპატიმრებას ეხმიანება. „რეპორტიორი„ აღნიშნულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. „დღეს, რუსეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ალექსეი ნავალნი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. პუტინის რეჟიმის მიერ კორუფციასთან და თაღლითობასთან მთავარი მებრძოლის თაღლითობის ბრალდებით გასამართლება დღევანდელი ოფიციალური რუსეთის ცინიზმის კლასიკური გამოვლინებაა, თუმცა ეს არათუ ვერ ჩაკლავს რუსი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისთვის, არამედ - კიდევ უფრო გაამძაფრებს მას. დარწმუნებული ვარ, რომ სულ მალე თავად რუსი ხალხი, განსაკუთრებით კი თანამედროვე პირობებში გაზრდილი ახალი თაობა, ფუნდამენტურ ცვლილებებს მიაღწევს და რუსეთი რეგიონში არასტაბილურობისა და აგრესიის ფაქტორიდან თავისუფალ ქვეყნად და მეზობლებისთვის სასურველ პარტნიორად გარდაიქმნება.რუსეთის დღევანდელი არადემოკრატიული მმართველობა, ქვეყნის შინ თუ გარეთ შანტაჟისა და დაშინების მეთოდების გამოყენება ის ძირითადი ფაქტორებია, რაც ხელს უშლის არა მხოლოდ რუსეთის განვითარებას, არამედ ანგრევს ნდობას რუსეთის მიმართ და რუსეთს უკიდურესად არაკომფორტულ პარტნიორად აქცევს. დარწმუნებული ვარ, რომ თავისუფალი და დემოკრატიული რუსეთი სასურველი პარტნიორი იქნება როგორც მრავალრიცხოვანი მეზობლებისთვის, ასევე - მთლიანად საერთაშორისო საზოგადოებისთვის. ასეთ რუსეთთან ურთიერთობას მეზობლები თავს კი არ აარიდებენ, არამედ - დიდი ენთუზიაზმით ითანამშრომლებენ მასთან, დაამყარებენ მჭიდრო პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ადამიანურ კავშირებს და საუკეთესო კეთილმეზობლურ ურთიერთობაში ჩაებმებიან. კიდევ ერთხელ, დიდ შეშფოთებას გამოვხატავ ცნობილი რუსი სამოქალაქოაქტივისტის უსამართლო დაპატიმრების გამო და გამოვთქვამ რწმენას, რომ ხალხისძალისხმებით საბოლოოდ მაინც თავისუფლება და პროგრესი იზეიმებს როგორც რუსეთში, ასევე -მთლიანად ჩვენს დიდ რეგიონში." - ნათქვამია განცხადებში.

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016