ზოგი მათგანი მძიმედ ავად იყო და პაპარაცები ცდილობდნენ საზოგადოების საყვარელი ადამიანების უკანასკნელი წუთები ფირზე აღებეჭდათ. ზოგი კი სულაც არ ფიქრობდა სიკვდილზე, და შემთხვევითი ფოტოები უკანასკნელი ხდებოდა...
№ 1. სტივ ჯობსი
გარდაიცვალა 2011 წლის 5 ოქტომბერს. ფოტო გადაღებულია 26 აგვისტოს.
№ 2. მაჰათმა განდი
რამდენიმე წუთში, სეპარატიზმის მოწინააღმდეგე სამ ტყვიას ესვრის.
№ 3. ჯონ ლენონი
ფოტოზე მარჯვნივ – მისი მკვლელი, მარკ ჩეპმენი, მსხვერპლისგან ავტოგრაფს იღებს.
№ 4. ფრედი მერკური
ფოტო გადაღებულია 1991 წელს; შიდსისგან გაწამებული მომღერალი უკანასკნელ დღეებს ითვლის.
№ 5. ვლადიმირ ლენინი
ამ შემზარავ ფოტოზე კარგად ჩანს რა მძიმე დღეში იყო რევოლუციის ბელადი.
№ 6. სტივ ირვინი (მარჯვნივ)
ორ დღეში, ცხოველთა სამყაროზე პოპულარული გადაცემის წამყვანი სკატის კუდის დარტყმისგან დაიღუპება.
№ 7. „the Beatles“
ამ ფოტოს გადაღებიდან ცოტა ხანში ლივერპულური ოთხეული დაიშალა.
№ 8. ადოლფ ჰიტლერი
თვითმკვლელობამდე ორი დღით ადრე.
№ 9. მარკ ტვენი
ფოტო გადაღებულია 1910 წლის აპრილში. იმავე თვის ბოლოს, ცნობილი მწერალი სტენოკარდიული შეტევის მსხვერპლი გახდა.
№ 10. ალბერტ ეინშტეინი
ფოტო ეინშტეინმა შინ გადაიღო სიკვდილამდე ერთი თვით ადრე.
№ 11. მერილინ მონრო
ახალგაზრდა და მხიარული. ვინ იფიქრებდა, რომ ერთი კვირის მერე პოპულარული მსახიობი ასე ტრაგიკულად დაასრულებდა სიცოცხლეს.
№ 12. ჯიმ მორისონი
ჯგუფ „Doors“-ის ლიდერი, მეგობარ ქალ პამელასთან ერთდ. ხუთი დღის შემდეგ ის მკვდარი იპოვნეს.
№ 13. ჯეიმს დინი
დინმა იყიდა მანქანა და იმ ავადსახსენებელ ავტოკატასტროფამდე 9 დღე ატარა.
№ 14. ჯიმი ჰენდრიქსი
სიკვდილამდე ერთი დღით ადრე, თავის განუყრელი გიტარით.
№ 15. რობერტ კენედი
ცნობილი პოლიტიკოსი საავადმყოფოში მიჰყავთ, სადაც მეორე დღესვე გარდაიცვალა.