reportiori.ge - ჯანყარაშვილის თემა, შესაძლოა, გამოყენებული ყოფილიყო გადაცემა “ანატომიისთვის” მაყურებლის მოსაზიდად!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 01:01
საზოგადოება
ჯანყარაშვილის თემა, შესაძლოა, გამოყენებული ყოფილიყო გადაცემა “ანატომიისთვის” მაყურებლის მოსაზიდად!
23 სექტემბერი, 2014. 23:02


გადაცემა "ანატომიის" წამყვანმა ნათია მიქიაშვილმა მიმართა არასამთავრობო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსს, პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტს რომ მასზე ზეწოლა განახორციელა ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის ნათესავმა ზვიად ჯანყარაშვილმა, რომელზეც "ანატომია" აპირებს ახალი სატელევიზიო სეზონის გახსნას.


მიქიაშვილის თქმით: "ჯანყარაშვილმა ჯერ ითხოვა შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში შეჩერებულიყო გადაცემა, სადაც ის იქნებოდა ერთერთი მთავარი გმირი, უარის მიღების შემდეგ კი განაცხადა რომ „ანატომიის" მის პიროვნებაზე მომზადების შემთხვევაში ის ნათია მიქიაშვილს ადექვატურად, „ძალიან ცუდად მოექცეოდა და ბევრ ცუდ რამეს გაუკეთებდა"" მიქიაშვილი იქვე აღნიშნავს რომ: "ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდშიც კი არასდროს ჩემს მიმართ არ განხორციელებულა პირდაპირი მუქარა".


მიქიაშვილის აზრით ზეწოლის მიზეზი მისი რუსთავი 2-ზე გადასვლა (სავარაუდოდ ნანუკა ჟორჟოლიანთან) და მისი მეუღლის შსს-დან წამოსვლაა. _ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მხრიდან განხორციელებული ზეწოლის შედეგად ის იძულებული გახდა დაეტოვებინა შინაგან საქმეთა სამინისტრის რიგები _ ამბობს მიქიაშვილი.


ინტერნეტში სამწუხაროდ ვერ მოიძებნა მიქიაშვილზე ზეწოლის ვიდეო ან აუდიომტკიცებულება, სამაგიეროდ არის ინფორმაცია, რომ ნათია მიქიაშვილის პოლიციელი მეუღლე ახალაიას პერიოდში განიცდიდა ზეწოლას ცოლის მოღვაწეობის გამო, რის გამოც მოუწია მიმალვა იმ პერიოდამდე, სანამ ქვეყანაში არ შეიცვალა ხელისუფლება. ახალი ხელისუფლების პირობებში მიქიაშვილის მეუღლე კვლავ დააბრუნეს შსს-ში.



სოცქსელებში გამოჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ რომ მიქიაშვილს ქონდა საიდუმლო შეხვედრა ნაციონალური მოძრაობის მთავარ დამფინანსებელთან _ დავით კეზერაშვილთან. იმ შეხვედრის შემდეგ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიქიაშვილი გადადის სამუშაოდ რუსთავი 2-ზე რასაც თავად მიქიაშვილიც ადასტურებს. სხვათაშორის მიქიაშვილის განცხადების პასაჟი ნაციონალური მოძრაობის თემაზე მისივე ფეისბუკის გვერდზე გაუკრიტიკეს მეგობრებმა, რომელთაგან ერთ ერთმა შეახსენა _ "როცა თქვი პირდაპირი ზეწოლა არ განხორციელებულა ნაციონალების დროსო, მანქანით რომ დაგსდევდა გვარს და სახელს არ დავასახელებ იმ დროინდელი კუდის და სოდის წარმომადგნლები,მე კარგად მახსოვს,რამე თუ ჩემი ოჯახის წევრები და მეც გაცილებდით ხოლმე სახლში...გაიხსენე." საყურადღებოა, რომ მიქიაშვილს ჯერაც არ მიუმართავს პოლიციისთვის ზეწოლის ფაქტზე, რაც სოციალურ ქსელებში აჩენს ეჭვს, რომ ჯანყარაშვილის თემა შესაძლოა გამოყენებული ყოფილიყო გადაცემა ანატომიისთვის მაყურებლის მოსაზიდად.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016