reportiori.ge - მინისტრის მოადგილეს ყოფილი მძღოლი ზეწოლაში ადანაშაულებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 06:50
სამართალი
მინისტრის მოადგილეს ყოფილი მძღოლი ზეწოლაში ადანაშაულებს
ავტორი:
18 ივლისი, 2013. 17:05

ევროატლანტიკურ საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილეს დავით დონდუას მისი ყოფილი მძღოლი ზეწოლაში ადანაშაულებს. ბაქარ ჭეიშვილის განცხადებით, დონდუა ყავის აპარატების ბიზნესში მისი პარტნიორი იყო. მისივე თქმით, მინისტრის მოადგილე  მას ემუქრებოდა და ყოფილ თანამშრომლებს მის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებდა. ჭეიშვილის თქმით, მინისტრის მოადგილემ მის წინააღმდეგ სარჩელი უსამართლოდ შეიტანა.

სამინისტროს საპასუხო განცხადებაში კი წერია, რომ ჭეიშვილის მუშაობის პერიოდში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების შემდეგ მანქანიდან ძვირადღირებული ნაწილები დაიკარგა.  საფუძვლიანი ეჭვის არსებობის გამო, ათი დღის წინ დავით დონდუამ პოლიციაში განცხადება შეიტანა.

„დავიწყე ლეგალური ბიზნესი, რის შედეგადაც სამსახურის პერიოდში მინისტრის მოადგილე თავისი სურვილით შემოვიდა წილში. სამსახურის დატოვებიდან ორ დღეში დამირეკა, მემუქრებოდა და ფულის ამოღების სურვილი ჰქონდა. თანხა არარეალურ დროში მოითხოვა. შესაბამისად, ვერ მოვახერხე ორი ათასი დოლარის გადახდა. მეშინია, რომ როგორც ჩემს თანამშრომლებზე ახდენდნენ ზეწოლას, იგივე ზეწოლა არ განხორციელდეს გამოძიებაზეც. არასამთავრობო ორგანიზაციას ამიტომ მივმართე",-აცხადებს მინისტრის ყოფილი მძღოლი.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016