reportiori.ge - ლიტვის პრემიერ-მინისტრი საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 09:09
პოლიტიკა
ლიტვის პრემიერ-მინისტრი საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს
ავტორი:
18 ივლისი, 2013. 17:23

ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ლიტვის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში, ასოცირების შესახებ ხელშეკრულება საქართველოსთან პარაფირებული იქნას , - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ, ლიტვის პრემიერ-მინისტრმა, ალგირდას ბუტკევიჩიუსმა განაცხადა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილმა გულითადად მიულოცა ალგირდას ბუტკევიჩიუსს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსი და აღნიშნა, რომ ეს არის შესაძლებლობა, ლიტვამ განახორციელოს დასახული ამოცანები და საკუთარი წვლილი შეიტანოს ევროკავშირის გაძლიერებაში. "მოხარული ვარ, რომ შედგა შეხვედრა ბატონ ალგირდას ბუტკევიჩიუსთან. შეხვედრაზე განვიხილეთ ორმხრივი და მრავალმხრივი აქტუალური საკითხები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები",- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. ლიტვაში ვიზიტის ფარგლებში ბიძინა ივანიშვილი ლიტვის სეიმის ევროპული კლუბის წევრებსაც შეხვდა. მხარეებმა საქართველოში მიმდინარე პროცესები განიხილეს. საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ საარჩევნო გარემოს საკითხს. როგორც შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, საქართველოს მთავრობის ცალსახა და ურყევი ნებაა ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და კანონის უზენაესობის დამკვიდრება დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის გზით.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016