reportiori.ge - სააკაშვილის ჩაყვანილი მრჩევლები უკრაინიდან გამოყარეს?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 10:48
ინტერვიუ
სააკაშვილის ჩაყვანილი მრჩევლები უკრაინიდან გამოყარეს?
ავტორი:
24 სექტემბერი, 2014. 23:32

 

 

რატომ დაიწყო ამერიკულმა პრესამ მიხეილ სააკაშვილის ქილიკი? რატომ დაწანწალებს ის ამერიკისერთი შტატიდან მეორეში

 და რატომ აწუხებს ემიგრანტებს? რატომ გამოყარა უკრაინის ხელისუფლებამსააკაშვილის მიერ კიევში ჩაყვანილი ე.წ. კონსულტანტები? 

 

 

„ალიას" მოძრაობა „ეროვნულების" ხელმძღვანელი, სანდრო ბრეგაძე ესაუბრება: 

 

 

- აგერ, „ნაცმოძრაობის" „სამართლიანობა" და „დემოკრატია" გამოჩნდა ეკა კვესიტაძის გადაცემაში, სადაც ამ ვითომჟურნალისტმა ძველი ჩანაწერები დაახვავა და თვითონაც ვერ გაიგო, რა უნდოდა. ამ ჩანაწერების უმეტესობა გაკეთებულია სააკაშვილის მმართველობის დროს და როგორც ჩანს, შოთა უტიაშვილმა, ცოლს ურჩია, ახლა გამოეყენებინა და ყველაფერი თეთრი ძაფით შეეკერა. „ნაციონალების" მიზანია, სიტუაცია წარმოაჩინონ ისე, თითქოს დღეს კრიმინალები მართავენ ქვეყანას. ეს ყველაფერი ხდება ორი რამისთვის: პირველი - მათ უნდა გაამართლონ თავიანთი სადისტური ქმედებები, ანუ გადაფარონ და მეორე - უნდა არიონ ქვეყანა, რათა მღვრიე წყალში სააკაშვილმა ბევრი თევზი დაიჭიროს. ჩვენ დავუშვით ერთი საბედისწერო შეცდომა - რატომღაც დავიჯერეთ ზღაპარი ხელოვნური კოჰაბიტაციის შესახებ, რეალურად კი გაირკვა, რომ ეს იყო მხოლოდ ტაიმ-აუტი დროის მოსაგებად. სააკაშვილს პრეზიდენტობის ბოლო ერთი წელიწადი მშვენივრად გამოაყენებინეს ე.წ. უცხოელმა მეგობრებმა, რათა „ნაცმოძრაობა" ჯერ გამოსულიყო ნოკდაუნიდან, შემდეგ კი დაეგეგმა სისხლიანი რევანში. 

 

- ანუ წინ სისხლიანი მოვლენები გველოდება? 

 

- თუ საშუალებას მივცემთ, რა თქმა უნდა, გველოდება, სხვა შანსი „ნაციონალებს" არ აქვთ, მათ რჩებათ ერთადერთი გზა, უნდა განახორციელონ სისხლიანი რევანში. ამას ისინი პირდაპირ აცხადებენ და გადაწყვეტილი აქვთ, საქართველო დაშალონ ისევე, როგორც უკრაინა დაიშალა. „ნაციონალები" ვერ იტანენ კედელთან მიყენებას, მათი სტილია ღრეობა, ფულის ჭამა, გაუპატიურება, მკვლელობა, ყაჩაღობა და ასე შემდეგ. ჩვენ ვდგავართ სერიოზული გამოწვევის წინაშე. როდესაც ამ თემაზე პოლიტიკოსები საუბრობენ, შეიძლება ვიღაცამ ყველაფერი გადაჭარბებულად ჩათვალოს, მაგრამ, როდესაც ამაზე საუბრობს შინაგან საქმეთა მინისტრი თქვენს გაზეთთან, რა თქმა უნდა, ეს უკვე არის განგაშის ზარი. ახლა თავისი სიტყვა უნდა თქვას ქართველმა საზოგადოებამ. არ შეიძლება, ქვეყანამ იცხოვროს მუდმივად სახელმწიფო გადატრიალების საფრთხის ქვეშ. ეს საფრთხე იქნება მანამ, სანამ პარლამენტში არიან კრიმინალები, რომლებიც აპირებენ გადატრიალებას. 

 

- სანდრო, ყოველდღიურად იქმნება არასამთავრობო ორგანიზაციები როგორც „ნაციონალების"საფარქვეშ, ასევე მათი მოწინააღმდეგეების

 საფარქვეშ, სადაც ძირითადად ერთიანდებიანახალგაზრდები. ეს ხომ არ მიგვიყვანს საშიშ დაპირისპირებამდე? დღეს უკვე ორივე მხრიდან

 გაისმის,რომ ისინი ერთმანეთს გაანადგურებენ. 

 

- შენ ჩემზე კარგად იცი, რომ „თავისუფალი ზონა" არანაირი არასამთავრობო ორგანიზაცია არ არის. ეს არის ფაშისტური სტრუქტურა, რომელიც გახსნილია პეკინის ქუჩაზე, სადაც ნიკანდრო მელიას საარჩევნო შტაბი იყო. აქ არის თავმოყრილი სააკაშვილის ყველა „ზონდერბრიგადა", რომლებიც ელოდებიან თითის დაქნევას. სწორედ აქ, თბილისის შუაგულში, პეკინის ქუჩაზე მზადდება არეულობების მოწყობის გეგმა. რაც შეეხება ახალგაზრდებს შორის დაპირისპირებას, ამისი საშიშროება არსებობს და მანამდე იარსებებს, სანამ „ნაციონალები" ამ ფორმით აგრძელებენ პროვოკაციების მოწყობას და ექსტრემისტულ გამოხტომებს. დღეს ხშირად ამბობენ, რომ „ნაციონალებს" ქვეყანაში არ აქვთ მხარდაჭერა და ვერაფერს ვერ მოახერხებენ. სწორედ ასეთივე მცირე მხარდაჭერა ჰქონდა ერთუჯრედიან კიტოვანს, მაგრამ რა შედეგებიც მივიღეთ, კარგად ვნახეთ. 

 

- სანდრო, მაშინ ქვეყანა, ფაქტობრივად, არ არსებობდა და კიტოვანს ამიტომაც გაუმართლა. 

 

- კი, მაშინ სახელმწიფო ინსტიტუტები არ იყო ჩამოყალიბებული, მაგრამ მოდი, ისიც ვთქვათ, რომ დღეს მოწინააღმდეგეც გაცილებით მზაკვარია და გაცილებით ბევრი ფული აქვს. დაუკვირდი, დღეს მიხეილ სააკაშვილი დასავლეთსა და ამერიკაში აღარავის სჭირდება, მისი მამობილი მაკკეინიც კი მოზომილი გახდა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პოლიტიკაში მეგობრები არ არსებობენ, მას ჰქონდა მცდელობები, საერთაშორისო პოლიტიკაში ვითომ რაღაცა ეთქვა, მაგრამ არ გამოუვიდა, ამ ადამიანს არავინ გააკარებს იქ, სადაც არიან პოლიტიკის მეტრები და ვეშაპები. ის ასევე ცდილობდა, უკრაინის ვარიანტი გამოეყენებინა სათავისოდ და ყურადღება მიექცია, მაგრამ ამ შემთხვევაშიც იმდენი სისულელე ჩაიდინა, ამ ქვეყანაშიც აღარ ჩაესვლება. აი, პირდაპირ გეუბნები, მაქვს ინფორმაცია, რომ კახა ბენდუქიძე, რომელიც მან კიევში ჩაიყვანა, იქიდან გამოაგდეს. უკრაინელები მიხვდნენ, რომ ბენდუქიძე არის ერთი ჩვეულებრივი თაღლითი, რომელსაც ფულის შოვნის მეტი არაფერი აინტერესებს. ჩაეთრა კიევში, დაიწყო იქ ჩალიჩი, საკუთარი ბიზნესის გაფართოებაზე ფიქრი და ახალმა ხელისუფლებამ ამოჰკრა წიხლი და გამოაგდო უკან. ასევე გამოყარეს სააკაშვილის მიერ ჩაყვანილი სხვა ე.წ. მრჩევლები, მათ შორის გიორგი ვაშაძეც. უკრაინაში მიხვდნენ, რომ ესენი არაფრის მაქნისები არ არიან და პროვოკაციების მოწყობის მეტი არაფერი შეუძლიათ, მარტო საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობენ. 

 

- სხვათა შორის, უცხოურმა პრესამ უკვე დაიწყო სააკაშვილის აფიორებზე წერა, ძირითადად ამერიკულიპრესა ამახვილებს ამაზე ყურადღებას. 

 

- სააკაშვილი დღეს არის ცარიელი ადგილი, ერთი გაბოროტებული ადამიანი, რომელიც დღე და ღამ იმაზე ფიქრობს, როგორ დაამხოს დღევანდელი ხელისუფლება. მას ბევრი რამე შერჩა, ბევრი რამე არ შერჩება, მაგრამ არ დაისვენებს. ის ყველაფერზე წავა, ჩვენ ნუ გვავიწყდება, რომ სააკაშვილი არის გაუწონასწორებელი ფსიქიკის ადამიანი, ეს ხომ ყველამ ვიცით? თუმცა მადლობა უფალს, ის არის ძალიან მშიშარა, კრიტიკულ მომენტებში კურდღელივით კანკალებს. ძლიერია მხოლოდ მაშინ, როცა უკან ნიღბიანი გორილები დასდევენ ავტომატებით და იცავენ. გორილების გარეშე „ნაციონალები" არაფერი არ არიან, უბრალოდ პროვოკაციების მოწყობის სკოლა აქვთ გავლილი და ავანტიურისტების სერტიფიკატები აქვთ მიღებული. ამერიკიდან დამირეკეს, სააკაშვილი უკვე იმ დონემდეა დასული, ემიგრანტებს მოულოდნელად ადგება სახლებში და აყენებს უხერხულ მდგომარეობაში. ხალხს თავისი საქმე აქვს, ძალიან ბევრი ლუკმაპურის საშოვნელადაა წასული, კიდევ სააკაშვილი უნდათ? სანამ პრეზიდენტი იყო, ობამას უსაფრდებოდა ხელის ჩამოსართმევად. დღეს სააკაშვილს რომ ვინმემ ხელი ჩამოართვას, უკვე კომპრომატია და ამიტომაც ყველა ერიდება. აი, ამიტომ ფიქრობს, რომ აუცილებლად უნდა დაბრუნდეს ხელისუფლებაში, რასაც, ვფიქრობ, ქართველი ხალხი არ დაუშვებს.   

 

გელა ზედელაშვილი 

გაზეთი „ალია"

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016