ხშირი გასწორების, ქიმიური დახვევისა და შეღებვის შედეგად თმა ჯანსაღ იერსა და ბზინვარებას კარგავს. იმისათვის, რომ თმას უწინდებური იერი დავუბრონოთ და გამოვაცოცხლოთ, ხალხური საშუალებები დაგვეხმარება. თქვენ შეძლებთ, ძვირადღირებული თმის მოვლის საშუალებების ნაცვლად სახლში დამზადებული რეცეპტით გაიხალისოთ თმა.
მაშ ასე: თქვენმა თმამ ბზინვარება დაკარგა და თივას დაემსგავსა? სასოწარკვეთა საჭირო არ არის. მხოლოდ რეგულარულად უნდა იკეთოთ თმის ნიღბები და მალე ისევ შეძლებთ, იამაყოთ თქვენი თმით.
გამომშრალი და ბზინვარებადაკარგული თმის ნიღაბი ასე კეთდება: 3-3 სადილის კოვზი ზეითუნისა და აბუსალათინის ზეთები ერთმანეთში აურიეთ და ორთქლის აბაზანაზე შეათბეთ (არ გააცხელოთ).
შემთბარ ნარევს დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ახალგამოწურული ლიმონის წვენი და კარგად აურიეთ. მიღებული სითხე წაისვით ჯერ თმის ძირებზე, რაც დაგრჩებათ - მთელ სიგრძეზე გაანაწილეთ.
ხელით კარგად შეიზილეთ. ამის შემდეგ, თავზე თბილად მოიხვიეთ. თუმცა, ზაფხულში, როდესაც ისედაც თბილა, თმის დათბუნვა საჭირო არ არის. ნიღაბი გაიჩერეთ მინიმუმ 2-3 საათი. ჩამოიბანეთ არცთუ ძალიან ცხელი წყლით. შედეგს თავადვე ნახავთ უკვე მეორე-მესამე პროცედურის შემდეგ.
წყარო:presa.ge
(მოამზადა სალომე ნაცვლიშვილმა)