reportiori.ge - სიცოცხლის ხანგრძლივობა 110-120 წლამდე გაიზრდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 05 მარტი, 2025. 01:24
სხვადასხვა
სიცოცხლის ხანგრძლივობა 110-120 წლამდე გაიზრდება
ავტორი:
29 სექტემბერი, 2014. 23:41


ადამიანის საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა უახლოეს მომავალში გაიზრდება, სულ მალე ადამიანები 90 წლამდე, ხოლო 2050 წლისათვის უკვე 110-120 წლამდე იცოცხლებენ. ამას ამტკიცებს რუსეთის სამეცნიერო კვლევებისა და სამეცნიერო ტექნოლოგიების კომიტეტის ხელმძღვანელი აკადემიკოსი ვალერი ჩერეშნევი. ამის შესახებ მან გერონტოლოგიის პრობლემებთან დაკავშირებულ სხდომაზე განაცხადა. პირველ რიგში ეს შეეხება იაპონიას, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპულ სახელმწიფოებს.


პროგნოზი გამართლდება მხოლოდ იმ პირობებში თუ ჯანდაცვის არსებული ტემპები არ შენელდება, ხოლო ადამიანების ბიოლოგიური თავისებურებები გააგრძელებს ცვლას ძველებურ რიტმში.


როგორც ცნობილია, რუსეთს ჯერ ეს პროგნოზები არ შეეხება, ეს ქვეყანა ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის მიხედვით მსოფლიოს 250მ ქვეყანას შორის 68-ე ადგილზეა. თუმცა ცენტრალური აფრიკის ქვეყნებში ადამიანთა სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 45-47 წელია.მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ადამიანები ცოცხლობენ 80-82 წელი, რუსეთში 72 წლამდე.


ყველაზე დიდი სიცოცხლის ხანგრძლივობაა ამჟამად არის ანდორაში, 84 წელი. ასევე ლიდერობენ იაპონია( 83, 5 წელი), დანია, შვეიცარია, ფინეთი და ნორვეგია.



მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ 2050 წლისთვის დედამიწის მოსახლეობა 9 მილიარდს მიაღწევს, რაც უამრავ პრობლემას მოიტანს, მსოფლიო ძალიან შეიცვლება, ხოლო ადამიანებს მოუწევთ საჭმლისთვის იბრძოლონ, უფრო მეტად მძიმე სიტუაცია იქნება აფრიკისა და აზიის ღარიბ ქვეყნებში.




წყარო: http://intermedia.ge/



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016