დამაიმედებელად ძველი და ახლებურად ლამაზი ვერა ქალაქის შიგნიდან შეგრძნების შესაძლებლობას იძლევა. სანამ ერთი ადამიანი ძველი თბილისის ხედებით ტკბება, მეორე, შესაძლოა, თანამედროვეობის გიჟურ რიტმს გაეცნოს.
ვერა თბილისის ცენტრში, მთებზე, რუსთაველის გამზირის ზემოთ არის განლაგებული. პატარა და ქარიანი ქუჩებით და მთის ძირას აშენებული სახლებით, ვერის უბანი განსაკუთრებულ გრძნობებს გაგახსენებთ. ძველი დროიდან მოყოლებული თბილისის ეს ნაწილი ხელოვანებისა და კომპოზიტორების შთაგონების წყაროდ იყო ქცეული. მრავალი ცნობილი ქართველი ისტორიკოსი, მწერალი, თეატრალი და პოეტი ვერის მკვიდრი იყო. პირველ ქართულ მიუზიკლს, რომელიც 1973 წელს გადაიღეს, „ვერის უბნის მელოდიები" ერქვა.
ჭოველიძის ქუჩას ადრე „აგურის ქუჩას" უწოდებდნენ. ის მე-19 საუკუნეში გაშენდა. მას სახელი 1989 წლის 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული თამარ ჭოველიძის პატივსაცემად დაერქვა.
საბჭოთა კავშირის დროს შენობა გამომცემლობად იყო ქცეული და მას მრეწველობითი დანიშნულება ჰქონდა. არქიტექტორებმა პროექტის განახლებაზე დიდი დრო და ენერგია დახარჯეს. აქ გამოყენებულია მელირებული მუხის ხე, მელირებული აგური, რკინა და თუჯი. შენობის კონცეფცია ისტორიული ფაქტების გამოყენებას გულისხმობდა. ხის პირვანდელი ფანჯრები აღდგენილია.
თბილისის ამ ისტორიულ ნაწილში ავტომობილების პარკირება დიდ პრობლემას წარმოადგენს. ამ საკითხის გადაჭრის მიზნით არქიტექტორებმა უჩვეულო ხერხს მიმართეს. მათ მიწის ქვეშ გათხარეს და 200 მანქანაზე გათვლილი ავტოფარეხი შექმნეს.
არქიტექტორები არიან: გოგა ჩხეტია, გივი მაჭავარიანი, ალექსანდრე მაღლაკელიძე, გოგი სახელაშვილი, გიორგი მიქაბერიძე, გიორგი ბუტულაშვილი, ია ჩეხერია, კატია სამსონაძე.
თემურ უგულავას კონცეფცია.