reportiori.ge - 2015 წლიდან თამბაქო კვლავ გაძვირდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 05 მარტი, 2025. 01:32
სხვადასხვა
2015 წლიდან თამბაქო კვლავ გაძვირდება
30 სექტემბერი, 2014. 13:32



2015 წლისათვის თამბაქოზე აქციზის გადასახადი კიდევ ერთხელ მოიმატებს. თამბაქოს გაძვირებით სახელმწიფო მწეველთა რაოდენობის შემცირებას გეგმავს. თამბაქოზე აქციზის ეტაპობრივი ზრდა თამბაქოს კონტროლის შესახებ გაერო-ს ჩარჩო-კონვენციის ერთ-ერთი რეკომენდაციაა.



ჩვენს ქვეყანაში თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული დაავადებების და სიკვდილიანობის მხრივ არასახარბიელო მდგომარეობაა. წელიწადში 11 ათასი ადამიანი იღუპება, აქედან 3 ათასი ადამიანი პასიური მწეველია. თამბაქოს კონტროლის შესახებ გაერო-ჩარჩო-კონვენციით გათვალისწინებულ მუხლებთან ჩვენ უნდა მოვიდეთ შესაბამისობაში. მწეველთა რაოდენობის შემცირების მიზნით, კონვენციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა ეტაპობრივად თამბაქოზე აქციზის ზრდა. ერთხელ ეს უკვე მოხდა მოხდა და შესაბამისი ეტაპი იქნება 2015 წელს. მომავალ წელს გათვალისწინებულია თამბაქოზე აქციზის გადასახადის მატება", - განაცხადა პარლამენტის ჯანდაცვის საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა დიმიტრი ხუნდაძემ.



კომიტეტის თავმჯდომარე ჯერჯერობით ვერ აზუსტებს, რა ოდენობით შეიძლება გაიზარდოს აქციზის გადასახადი და რა ფასი იქნება თამბაქოს პროდუქციაზე. მისი თქმით, ამ ყველაფერს ფინანსთა სამინისტრო დათვლის.



აქციზის გადასახადის გაზრდის გამო, თამბაქოზე ფასი რამდენიმე თვის წინ ერთხელ უკვე გაიზარდა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016