reportiori.ge - საქველმოქმედო პროექტი „ერთად’’
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 04:49
საზოგადოება
საქველმოქმედო პროექტი „ერთად’’
06 ოქტომბერი, 2014. 16:14

 

 

   „ერთად'' ახალი საქველმოქმედო პროექტია, რომლის მიზანია დაეხმაროს ადამიანებს სხვადასხვა იდეის განხორციელებაში კულტურის, მეცნიერების, განათლების და სპორტის სფეროდან.



პროექტის წლიური ბიუჯეტია 50 ათასი ლარია, საიდანაც ყოველთვიურად 4000 ლარი გამოიყოფა. თითოეული  პროექტის  ღირებულება 2500 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. გამარჯვებული პროექტი გამოვლინდება ხმის მიცემით. განხცადებების მიღება  25 ოქტომბრამდე მიმდინარეობს.



კონკურსში მონაწილე პროექტები ერთმანეთისგან განსხვავებულია და თითოეული მათგანი საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად: „უსმინე მწერალს'' - ქართული ლიტერატურის აუდიო ჩანაწერების გაკეთების იდეა, „გამოაცოცხლე თბილისი'' - „გარბენი  თბილისი მოლიდან''  „ლილო მოლამდე'' ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, დევნილი ქალბატონებისთვის რესოციალიზაციის ხელშეწყობა,  ახალგაზრდული ტელევიზიის ჩამოყალიბების იდეა.  მოკლედ, იდეები ბევრია, მათი რეალობად ქცევა კი საზოგადოებას ხმის მიცემით შეუძლია.



 პროექტის „ერთად'' ფარგლებში უკვე დაფინანსდა ხევსურეთის სოფელ ბარისახოს სკოლის ეზოში ბავშვებისთვის გასართობი მოედნის მოწყობა. ამ პროექტმა წინა თვეში მოიპოვა საზოგადოების მხარდაჭერა.  

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016