reportiori.ge - ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი’’ იწყება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 04:53
კულტურა
ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი’’ იწყება
06 ოქტომბერი, 2014. 17:36


  ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი''  17 ოქტომბრიდან 17 ნოემბრამდე გაიმართება.  ფესტივალს თუმანიშვილის, გრიბოედოვის, სამეფო უბნის და მარჯანიშვილის თეატრები უმასპინძლებენ.


წლევანდელი ფესტივალის დევიზია  დედა ტერეზას სიტყვები -„მშვიდობა ღიმილით იწყება.''


 „საჩუქარის'' ფარგლებში მიხეილ თუმანიშვილის პრიზით „ხელოვნებაში სრულყოფილებისათვის'' ყოველწლიურად ჯილდოვდებიან ადამიანები, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ ხელოვნების განვითარებაში.



 ფესტივალის წლევანდელ პროგრამაში მონაწილე სპექტაკლებს შორისაა ანი ბოგარტის შექსპირის მიხედვით დადგმული სპექტაკლი „რადიო მაკბეტი'', ანდრეი კონჩალოვსკის „სამი და'', ვადიმ ფისონის „კაფე ნაფტალინი,'' თემურ ჩხეიძის „გრონჰოლმის მეთოდი,'' რეზო გაბრიაძის „რამონა.''



წელს თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი მაყურებლის წინაშე ახალი სპექტაკლით, „ცხოველების ფერმა'' წარდგება. სპექტაკლი ბრიტანელმა რეჟისორმა, გაი მასტერსონმა დადგა. 



 სპექტაკლების გარდა ფესტივალი სტუმრებს განსხვავებულ საღამოსაც სთავაზობს - საკუთარი შემოქმედებით მაყურებლის წინაშე მანანა მენაბდე წარდგება.



ფესტივალის ისტორია უკვე 14 წელს ითვლის. 2010 წლიდან ფესტივალი აღარ ტარდებოდა და მხოლოდ 2013 წლიდან განახლდა. წელს საქართველოს მთავრობამ „საჩუქარის''  დასაფინანსებლად სარეზერვო ფონდიდან 450 ათასი ლარი გამოყო.


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016