reportiori.ge - ქართველი ქალი კინორეჟისორები ბუსანის მე-19 კინოფესტივალზე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 04:56
კულტურა
ქართველი ქალი კინორეჟისორები ბუსანის მე-19 კინოფესტივალზე
07 ოქტომბერი, 2014. 11:01


   ბუსანის საერთაშორისო მე-19 კინოფესტივალზე  სპეციალურ პროგრამაში „ფოკუსი'' ქართველი ქალი კინორეჟისორების ფილმებს აჩვენებენ. პროგრამის სახელწოდებაა ‘'ქართველი ქალი კინორეჟისორების სიძლიერე'' და სულ თორმეტ ფილმს აჩვენებენ.



   შერჩეულ ფილმებს შორისაა პირველი ქალი კინორეჟისორის, ნუცა ღოღობერიძის ფილმი „ბუბა'', მისი შვილის, ლანა ღოღობერიძის „დღეს ღამე უთენებია'', თინათინ ყაჯრიშვილის  „პატარძლები,''  რუსუდან ჭყონიას „გაიღიმეთ,'' ნანა ექვთიმიშვილის „გრძელი ნათელი დღეები,'' თინათინ გურჩიანის „მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს.''



   ქართულ ფილმებს ბუსანის კინოფესტივალზე პირველად აჩვენებენ.

   ბუსანის ფესტივალი საერთაშორისოა და სამხრეთ კორეაში ტარდება. კინოჩვენებებს საქართველოდან ეროვნული კინოცენტრის ხელმძღვანელი ნანა ჯანელიძე  და რეჟისორები - ლანა ღოღობერიძე, თინა გურჩიანი და ნანა ექვთიმიშვილი დაესწრებიან.



ფესტივალის გალა პრემიერაზე კი ცნობილი ირანელი კინორეჟისორის, მოჰსენ მაჰმალბაფის ახალ ფილმს, „პრეზიდენტს'' აჩვენებენ, რომელიც საქართველოშია გადაღებული და მთავარ როლს ქართველი მსახიობი, მიშა გომიაშვილი ასრულებს. 


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016